ნავიგაცია
ახალი ამბები

იესო – ის ცხოვრობდა ჩვენ შორის

ის იშვა ღარიბულ გარემოში, თუმცა მისი მშობლები იძულებულნი იყვნენ გაქცეულიყვნენ და გადაერჩინათ იგი სასტიკი მმართველის ხელთაგან. ის მიუტევებდა ცოდვებს, კურნავდა სნეულთ და იმედს აძლევდა ჩაგრულთ და გულგატეხილთ, თუმცა ის შეიზიზღა და უარყო ბევრმა. ის ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა მაშინაც კი, როცა საფრთხე ემუქრებოდა ამის გამო. მან ნებით გასწირა საკუთარი სიცოცხლე და შემდეგ მკვდრეთით აღდგა, სძლია სიკვდილის ძალაუფლებას!

წამებულთა ხმა (The Voice of the Martyrs) მოგვითხრობს იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, რომელიც, თითქოს, დანახულია მისი მოწაფის იოანეს თვალით, რომელიც უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი მოციქული გახლდათ.

იმოგზაურეთ იესოსთან ერთად და იხილეთ მისი სასწაულები, მისი გასაოცარი სწავლებანი და მისი შეუდარებელი გაბედულება. აღმოაჩინეთ იესო ქრისტეს სიყვარული და ძალაუფლება და ნახეთ, რატომ გარისკეს მისმა მიმდევრებმა ექადაგათ იესოს უწყება დედამიწის კიდეებამდე.

ბავშვებისა და დიდების ყურადღებას მიიპყრობს იესოს ცხოვრება სავსე კაშკაშა ისტორიებითა და შთამბეჭდავი ანიმაციით. ეს შესანიშნავი ფილმი გაამხნევებს და შთააგონებს მაყურებლებს, რათა მათ იარონ იესოს, თვთის ძის, კვალდაკვალ, რომელიც მოვიდა და იცხოვრა ჩვენ შორის.