არის იესო შენს ნავზე?

143

ბნელი ღამე იყო. ქრისტეს მოწაფეები მარტო იყვნენ მღელვარე ზღვაში. ძლიერი ქარი უბერავდა. ტალღები მათ ნავს არხევდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიჩბებს ძლიერად უსვამდნენ, დანიშნულების ადგილისკენ ძალიან ნელა მიიწევდნენ. უეცრად, სიბნელის, ქარისა და ტალღების შუაგულში, დაინახეს იესო, რომელიც ზღვაზე დადიოდა და მათ ნავს უახლოვდებოდა. ისინი შეშინებულები იყვნენ, სანამ უფალი არ დაელაპარაკა მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ ამ სიტყვების გაგონებისას მოწაფეებს მოუნდათ ქრისტეს ნავზე ამოყვანა, მაგრამ, მოულოდნელად, ნავმა მიაღწია ადგილამდე, სადაც ისინი მიდიოდნენ.

ამ ბიბლიურ ისტორიაში გადმოცემულია ადამიანური ცხოვრების მდგომარეობა. უმრავლესობა დაეთანხმება იმ აზრს, რომ ხშირია პრობლემები ჩვენ გარშემო. პრობლემები სამსახურში, სკოლაში, ურთიერთობებში, ფინანსებში, ჯანმრთელობაში. ჩვენი პრობლემები მღელვარე ზღვას ჰგავს. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ცხოვრება მხოლოდ ბრძოლაა. ვცდილობთ, მამაცები გამოვჩნდეთ, მაგრამ შინაგანად გვტკივა, დავიღალეთ და მხნეობა დავკარგეთ. მაგრამ ის კეთილი უწყება მოწაფეთათვის, იმ საღამოს რომ იყო, დღეს ჩვენთვისაც კეთილი უწყებაა. იესო დღესაც ამბობს ამ სიტყვებს: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“

ქრისტეს უნდა, რომ შემოვიდეს შენს ცხოვრებაში, დაგამშვიდოს, მოგაშოროს შიში და უსაფრთხოდ გატაროს. ის არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია მშვიდობა მოგცეს. შენ მხოლოდ შენს „ნავზე“ უნდა აიყვანო, შენს ცხოვრებაში შემოუშვა.

თუ შენც გიჭირს შენი პრობლემების ზღვაში ნიჩბების მოსმა, იესო აქაა და ელოდება, როდის მიიპატიჟებ. შენ შეგიძლია მისი მიღება ახლავე, თუ გაუხსნი გულს და ამ პატარა ლოცვით ილოცებ:

„უფალო იესო, მე შენ მჭირდები! გმადლობ, რომ ამ პრობლემებით სავსე სამყაროში მხსნელად მოგვევლინე. გმადლობ, რომ მოკვდი ჩემთვის. მაპატიე ყველა ჩემი ცოდვა. უფალო იესო, მე მწამს შენი და გიღებ ახლავე. ამავსე მშვიდობით და იყავი ჩემთან ჩემი ცხოვრების გზაზე. გმადლობ, უფალო იესო. ამინ!“

 

ჩატვირთვა...