იგავი ფარისეველზე და მებაჟეზე (ანიმაცია)

92

სახალისო ანიმაცია, ბიბლიურ იგავზე ფარისეველი და მებაჟე.

ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე.

ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორიც ეს მებაჟეა.

კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’

ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აეხედა; მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’

გეუბნებით თქვენ: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“

ლუკას სახარება 18:10-14

ჩატვირთვა...