ღმერთს წყალობა სურს და არა მსხვერპლი

158

იოანეს სახარება 8: 1-11

1. და ავიდა იესო ზეთისხილის მთაზე.

2. დილით ადრე კი კვლავ დაბრუნდა ტაძარში. და მთელი ხალხი მივიდა მასთან. და დაჯდა და ასწავლიდა მათ.

3. მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, მრუშობაში შეპყრობილი, დააყენეს შუაში

4. და უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაშია შეპყრობილი.

5. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“

6. ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა რამეში ბრალი დაედოთ, მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერა დაიწყო.

7. და რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა.“

8. და კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.

9. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ და დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.

10. წამოიმართა იესო და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“

11. უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“

ჩატვირთვა...