ტოლერანტობა საქართველოში

0

საქართველოს მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის რელიგიურ, კულტურულ და პოლიტიკურ სიტუაციებს მოგვითხრობს. რელიგიათა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება თანამედროვე მსოფლიოსთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ინტერკულტურული და ინტერელიგიური ტოლერანტობა გარკვეულ სწავლებაზე ხელშეწყობის გზით მიიღწევა.

საქართველოში ტოლერანტული გაგება ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. როცა საქართველოს თანამედროვე ტოლერანტულ მიდგომებს ვაკრიტიკებთ, სამაგალითოდ სწორედ ზემოთ ხსენებულ პერიოდს ვიშველიებთ. ქართველებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი წიგნის ,,დედა ენის“ ავტორმა, გოგებაშვილმა წიგნის წერის მომენტში გაითვალისწინა დიდაქტიკური მოტივი, ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური ღირებულებები და იგი ერთნაირად მისაღები გახადა ქრისტიანი, მუსლიმი და სხვა რელიგიის მოსწავლეთათვის. უმძიმეს პოლიტიკურ პერიოდში მოღვაწე ეროვნულმა მედროშემ, ილია ჭავჭავაძემ თავისივე ინიციატივით და მონაწილეობით, ლამის ეროვნებაჩამორთმეულ ქართველ მუსლიმებს მშობლიურ ენაზე ,,ყურანი“ უთარგმნა, რაც ერის გამთლიანების ხელშემწყობი ნაბიჯი იყო. სინაგოგის დასაწვავად მოსულ კომუნისტებს წინ ქართველი დედების, ჩვილი ბავშვებით ხელში ცოცხალი ჯაჭვი დახვდათ და სინაგოგის გადაწვა ვეღარ შეძლეს. რუსეთის მრავალგის მცდელობისა საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა ანტისემიტიზმა.

საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ცენტრში, მეიდანზე გაშლილი რელიგიების კულტურული ძეგლების მრავალფეროვნება უტყუარი ნიშანია ჩვენი რელიგიური ტოლერანტობის მემკვიდრეობისა, რომელსაც დაცვა, შენარჩუნება და მომავალი თაობისთვის სამაგალითოდ გადაცემა სჭირდება.

  • 8
    Shares