ჩვენ ვართ პროტესტანტები – რეფორმაციის 500 წლისთავი (ვიდეო)

0

მარტინ ლუთერის პროტესტიდან ხუთასი წლის გასვლის შემდგომ დღესაც ვაგრძელებთ პროტესტს.

ვაპროტესტებთ ნებისმიერ სწავლებას, რომელიც ამახინჯებს უფლის მადლს;

ვაპროტესტებთ ნებისმიერ მოძღვრებას, რომელიც უარყოფს ქრისტეს ერთადერთობას;

ვაპროტესტებთ ნებისმიერი ჯგუფის ქმედებას, რომელიც რაიმეს დაამატებს ღვთის სიტყვას, რამეთუ ღვთის სიტყვა სრულიად საკმარისია;

ვაპროტესტებთ ნებისმიერ მოძრაობას, რომელიც ადამიანის დიდებას ეძიებს ღვთის დიდების ნაცვლად ამბოხებულ ცოდვილთა ხსნის საქმეში.

ჩვენ ვართ პროტესტანტები.

ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს.