„აჰა, მოვალ მალე” – მნიშვნელოვანი უწყება ჩვენთვის

282

შვილებო, რამდენი დრო დაგრჩათ ჩემ მოსვლამდე? რამდენი დრო გაქვთ იმისათვის, რომ მოინანიოთ და ჩემკენ შემობრუნდეთ? კიდევ რამდენ ხანს გეყოლებათ თქვენ შორის ისინი, ვინც არ მეძიებენ? განა არ იცით, რომ მე გაგითენეთ დილა? განა არ იცით, რომ მე მოგეცით ყველაფერი, რაც გჭირდებათ? განა არ იცით, რომ მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა და მე ვარ ის, ვინც ყოველივეს იქმს? რამდენ ხანს განაგრძობთ საკუთარ გზებზე სიარულს და არ ეცდებით მომძებნოთ?

მიმოიხედეთ, ჩემი სიტყვა სრულდება და მე მოვალ მალე. აჰა, მოვალ მალე და ჩემი ჯილდო ჩემთან არის, რათა მივცე თითოეულს, ვინც ელის ჩემს დაბრუნებას. გთხოვთ, შვილებო, მეძიეთ ყოველდღე. ნუ ივლით თქვენი გზებით და ნუ დაეყრდნობით საკუთარ გონებას, არამედ დამენდეთ მე, უფალს, რადგან მე ვარ ღმერთი, ერთგული და სარწმუნო მათ მიმართ, ვისაც ვუყვარვარ. მოინანიეთ, რადგან მე მალე მოვალ და წავიყვან ჩემს შვილებს შინ, ზეცაში, ხოლო მათ, ვინც მე არ მეძიებთ, მათ, ვინც ამბობთ, რომ მე არ მოვალ, ვაი თქვენ, ვინაიდან მოგეგებათ ის, რისკენაც მიისწრაფით. იქნებით ქვეყნიერებაზე, სადაც არ ვიქნები მე, დასაღუპად განწირულ ქვეყნიერებაზე, როგორიც ჯერ არასოდეს გიხილავთ.

მე არ მსურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ მსურს, რომ ყველა მოვიდეს ჩემთან, იგემოს ჩემი სიყვარული. თუ მომძებნით, მუხლს მოიყრით და ილოცებთ, მე მოგისმენთ. მოვალ თქვენთან.

რომელი მამა არ უსმენს თავის შვილს და არ მიდის მასთან? მე გეუბნებით, რომ არ მიგატოვებთ, რადგან იმაზე მეტად მიყვარხართ, ვიდრე თქვენ წარმოგიდენიათ. ისე ძლიერ მიყვარხართ, რომ მე მოვკვდი თქვენთვის და მსურს, რომ ჩემთან იყოთ. მე მოვალ. მოვალ მალე.

დრო ცოტაა. გაიხედეთ გარეთ. შეხედეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემოა. განა ჩემი სიტყვა არ ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ხდება, იმიტომ ხდება, რომ მე დავაწესე და წინასწარ განვჭვრიტე? განა ჩემი სიტყვა არ ამბობს, რომ ყოველივე ჩემს დაბრუნებაზე მიუთითებს? სწორ გზაზე დადექით, შვილებო, რადგან თქვენი დრო მალე გადის. მოემზადეთ და იფხიზლეთ, ვინაიდან ჩემი მოსვლის დრო თქვენთვის უცნობია.

მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი და მე მიყვარხართ. მათ, ვისაც არ გწამთ, ვინც არ ისმენთ ამ უწყებას, როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დაგრჩათ? მზად ხართ შინაგანად იმისათვის, რომ უფალმა ზეცად აგიტაცოთ? მზად ხართ იმისათვის, რომ დედამიწაზე დარჩეთ და ვერ მოხვდეთ ღმერთთან? მე გეუბნებით, რომ ქვეყნიერებაზე იმაზე უფრო დიდი საშინელებანი დაიწყება, ვიდრე ოდესმე წარმოგიდგენიათ. ნუღარ დაიცდით, მიმიღეთ დღეს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. ისმინეთ ეს სიტყვა და ირწმუნეთ, რამეთუ მე სარწმუნო და ერთგული ვარ მათდამი, ვინც მეძიებს.

სიყვარულით, უფალი იესო ქრისტე.

ჩატვირთვა...