გაირბინეთ ასპარეზი – შეინარჩუნეთ რწმენა

190

რწმენა არის მტკიცე დაჯერება იმისა, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.

მასში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.

ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ საჩუქარია ღვთისა.

და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს.

რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.

მოთმინებით გავირბინოთ ჩენ წინ მდებარე სარბიელი.

შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

განა არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს?

მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვო ჯილდო.

ყველა, ვინც იღვწის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადის მოსაპოვებლად.

ამიტომ მე უმიზნოდ კი არ მივრბივარ, ისე კი არ ვიბრძვი, თითქოს ჰაერს ვებრძოდე.

არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე.

კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი. რწმენა შევინარჩუნე.

ებრაელთა 11:1-3

ეფესელთა 2:8-10

ებრაელთა 12:1-2

1 კორინთელთა 9:24-25

2 ტიმოთე 4:7

ჩატვირთვა...

Negatif Haberler