გამომყევი და იპოვი ახალ სიცოცხლეს

223

გამომყევი. ეს უბრალო თხოვნაა, რომელსაც ხშირად ეუბნება დედა შვილს, ძმა – დას, მეგობარი – მეგობარს. ეს არის თხოვნა, რომელსაც სჭირდება მინდობა, დაჯერება, მოქმედება.

ეს მოითხოვს იმას, რომ ერწმუნო ადამიანს, ვინც წაგიძღვება უსაფრთხოებისკენ, სიმშვიდისკენ.

დიდი ხნის წინ იესო ქრისტემ ეს უბრალო სიტყვები უთხრა თავის ახლო მეგობრებს და მისი მოწოდება დღესაც ჟღერს. „მოდით, მომყევით. მომყევით და გიჩვენებთ, როგორ უნდა გიყვარდეთ სხვები და საკუთარი თავი. მომყევით და გიჩვენებთ, როგორ უნდა მოინანიოთ და მიიღოთ პატიება ღვთისაგან და სხვებსაც აპატიოთ. მომყევით, რათა შეცვალოთ ყველაფერი და დაიწყოთ თავიდან, რათა გაუძლოთ ცხოვრებისეულ ქარიშხლებს და უშიშრად შეხვდეთ სიკვდილის ჟამს. მომყევით, რომ იპოვოთ მიზანი, თქვენი მიზანი, ღვთის მიზანი.“

მან გვასწავლა გზა. მან გვიჩვენა გზა და როცა მივყვებით მის გზას, ვპოულობთ ახალ სიცოცხლეს.

 

ჩატვირთვა...