გამოძერწილნი გარკვეული მიზნითვის (ვიდეო)

74

„მაგრამ ახლა, უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი გამომსახველი; შენი ხელის ნაკეთობა ვართ ჩვენ ყველანი.“ (ესაია 64:8)

მტვრისა და ტალახის ბელტები.
უფორმო ტალახის გროვანი – უხილავნი და უცნობნი.
მაგრამ მე… მე მესმის მათი ისტორიები.
მე ვხედავ მათ პოტენციალს.
მე ვიღებ ნატეხებს,
მე ვიღებ უფორმო გროვას,
მე ვიღებ ტალახს და ამ ყველაფრით ვწერ ისტორიას.
ამ უფორმო გროვიდან იქმნება ყოველი ნაკვთი და კუთხე…
ვზელ, ხელებით ვამუშავებ და ფორმას ვაძლევ.
ვატრიალებ და ვატრიალებ მანამ, სანამ თითოეული ატომი იქ არ განლაგდება, სადაც მინდა.
სანამ ჩემი განზრახვის მიხედვით არ გამოიძერწება.
როცა თქვენ მხოლოდ ტალახს ხედავთ, მე მშვენიერებას ვხედავ.
როცა თქვენ მხოლოდ თიხას უყურებთ, მე მომავალს ვჭვრეტ.
თითოეულ თქვენგანში ჩემი გულის ნაწილია ჩადებული.
ჩემი ოცნებები თქვენს ზედაპირზეა ამოკვეთილი.
როცა ადამიანები შემოგხედავენ,
ისინი მე დამინახავენ.

ჩატვირთვა...