გმადლობ ამ დღისთვის

384

გმადლობ ამ დღისთვის.

გმადლობ თითოეული მომენტისთვის, რაც ამ დღეს თან ახლდა.

გმადლობ მძიმე მომენტებისთვის, ახლა დავაფასე კარგი წუთები.

გმადლობ გაკვეთილებისთვის, ისინი საჭირო იყო ჩემი განვითარებისთვის.

გმადლობ ჩემი თვალებისთვის, რომლებიც დღევანდელი თუ ხვალინდელი დღის სასწაულების მოწმენი არიან.

გმადლობ ყველაფრისთვის, რასაც ვიღებ.

გმადლობ ყველა ჩემი კურთხევისთვის.

გმადლობ, რომ წინ მიმიძღვი.

გმადლობ ჩემი სულისთვის.

გმადლობ ჩემი ძალისთვის.

გმადლობ, რომ მაძლევ ბრძოლის გამბედაობას მძიმე მომენტების დროს.

გმადლობ ადამიანებისთვის ჩემს ცხოვრებაში, ვინც მიყვარს და ვისგანაც ვსწავლობ.

გმადლობ ყველასთვის. გმადლობ!

მადლიერებაა გასაღები, რომელიც აღებს ბედნიერებისკენ მიმავალ კარს, აღებს კარს იმ ყველაფრისკენ, რასაც ჩვენ ვეძებთ ცხოვრებაში – ბედნიერებას და კმაყოფილებას.

იფიქრე ამის შესახებ.

არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობ, რა გინდა: ფული, სიმდიდრე, ჯანმრთელობა თუ სხვების დახმარება, ან სინამდვილეში რატომ გინდა ეს ყველაფერი?

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვინმეს რაიმე უნდა, არის რწმენა იმისა, რომ მივიღებთ საზღაურს. ბედნიერება და კმაყოფილება მოიცავს ამ ყველაფერს.

სიმართლე კი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს ახლავე, თუ მადლიერნი ვიქნებით. თუ შენ ჩუმად ხარ, განერიდე ამ სამყაროს ხმაურს და იფიქრე იმ წუთის შესახებ, რომლისთვისაც შეგიძლია მადლიერი იყო.

დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი წუთის პოვნა შეგიძლია.

მადლობელი იყავი, რომ გაქვს საკვები, ჰაერი ფილტვებში, სიცოცხლე სხეულში…

მადლობდე, რომ გაქვს შესაძლებლობა, შესაძლებლობა, რომ აიყვანო შენი ცხოვრება უმაღლეს საფეხურზე.

გადაწყვიტე ახლავე, რომ შენ აპირებ, ხორცი შეასხა შენს ოცნებებს და არ დანებდე.

იყავი მადლიერი ნებისყოფისთვის, რომელიც მოგეცა, რათა გადარჩენილიყავი მძიმე წუთებში.

იყავი მადლიერი შენი კიდურებისთვის, თუ გაქვს, რადგან ბევრი არ არის ასე დალოცვილი.

შენი მხედველობისთვის, თუ გაქვს, ბევრი არ არის ასე დალოცვილი.

შენი სმენისთვის, თუ გაქვს, ბევრი არ არის ასე დალოცვილი.

ჯანმრთელობისთვის, რომელიც გაქვს, ბევრი არ არის ასეთ მდგომარეობაში.

იყავი მადლიერი იმ ადამიანისთვის, რომელმაც შენს ცხოვრებაზე გავლენა იქონია, ან ადამიანებისთვის, თუ ასეთი კურთხეული ხარ.

იყავი მადლიერი, რომ შენც შეგიძლია გქონდეს იგივე როლი ვინმეს ცხოვრებაში.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატარაა ის ადამიანი, ვინც ცვლის სხვა ადამიანთა ცხოვრებას.

იყავი მადლიერი გამოცდილებისთვის, რომელსაც იღებ ამ საოცარი სამყაროსგან.

დღეს შეხედე სასწაულებს. გარწმუნებ, თუ მოძებნი, დაინახავ.

ამოუწურავია ამ „რაღაცების“ სია, რომლებისთვისაც შეგიძლია მადლიერი იყო.

გაახილე თვალები, გაათავისუფლე შენი გასაოცარი ცხოვრება!

იყავი მზად ამ წამისთვის!

 

ჩატვირთვა...
malatya escort bayan mersin eskort konya escort bayan
istanbul escort kartal escort pendik escort kartal escort