დევნილი ქრისტიანების გულისშემძვრელი წერილი ისლამურ სახელმწიფოს (ვიდეო)

68

ისლამური სახელმწიფოსადმი გაგზავნილი, ჯვრის ხალხის მიერ დაწერილი დიდად შთამბეჭდავი წერილი, თარგმნილი ეგვიპტელი ქრისტიანის მიერ, ამცნობს ძლიერ, ჭეშმარიტებით აღსავსე უწყებას ყველას, ვისაც არასწორად ესმის ან არ იცნობს იესო ქრისტეს ან არ იცის, რა არის ნამდვილი ქრისტიანობა.

დასავლეთის კულტურებში ბევრი ატარებს ოქროს ან ვერცხლის ჯვარს, როგორც საიუველირო ნაწარმს, მაგრამ დევნილ ქრისტიანთა და ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის ჯვარი ელექტროსკამისგან, თოკისა თუ გილიოტიონისგან არაფრით განსხვავდება.

ჯვარი იყო პირველი საუკუნის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ყველაზე მხეცური და დამამცირებელი ტერორისტული აქტი. ჯვრის ტარება, მასზე მითითება და მისი აღნიშვნა ლოგიკას გამოწვევის წინაშე აყენებს, თუკი იგი სიკვდილის დამარცხებას არ ნიშნავს. იმედი არის. სიკვდილი არ არის დასასრული.

მუსლიმთაგან განსხვავებით, რომლებიც ადამიანებს მათი წინასწარმეტყველის − მუჰამედისათვის − მიყენებული შეურაცხყოფის გამო ხოცავენ ადამიანებს, ქრისტიანები ზეიმობენ იესო ქრისტეს ენით აღუწერელ დამცირებას, დევნას, ცემასა და სიკვდილს, რადგან ქრისტემ ამ ყოველივეს სძლია და სძლია სამარადისოდ.

ჯვრის ხალხი არ აწყობს ამბოხებას, არ წვავს რაიმეს, არ არბევს და არ კლავს არავის მას შემდეგ, რაც გაიგებს ბიბლიებისა და ეკლესიების დაწვისა და ქრისტიანთა მკვლელობის შესახებ. ისინი საპატიმროშიც კი გალობენ. წამებულთა სისხლი, როგორც ტერტულიანემ აღნიშნა ათასი წლის წინ, თესლია, რომელზეც ეკლესია აღმოცენდა.

ეკლესია სიკვდილშიც კი არ კვდება. მის მოწმობას საზღვრები არ აქვს; მოწმობას იმის შესახებ, რას ნიშნავს სინამდვილეში ქრისტეს ჯვარცმა.

ამ წერილის სიტყვებზე უფრო კარგად და უფრო ნათლად ვერავინ გადმოსცემს იესო ქრისტეს უწყებას.

ჩატვირთვა...