ემანუელ, ღმერთია ჩვენთან

267

მის მიერ და მისთვის შეიქმნა ყოველივე.

მისით სულდგმულობს ყოველი არსი.

ღმერთმა თავისი სახელის სადიდებლად გაგვიცხადა საკუთარი თავი.

ეს ჩვილი მეფედ აღზევდებოდა ერთ დღეს, მაგრამ ეს არ იქნებოდა ხმლით ან ძალადობით მოპოვებული გამარჯვება.

ის ამ გამარჯვებას თავისი სიცოცხლის საფასურად მოიპოვებდა.

სიცოცხლით, რომელიც სრულიად შეცვლიდა ქვეყნიერებას.

ის აიტანდა განსაცდელსა და დევნას და დარჩებოდა მართალი.

იქნებოდა მუდამ თავმდაბალი, ფეხზე წამოაყენებდა დაცემულთ, განკურნავდა სნეულთ.

ადამიანებს ღმერთთან შეარიგებდა.

ძველს განაახლებდა.

მისი ცხოვრება იქნებოდა ჭეშმარიტი საზომი ყოველი ადამიანის ცხოვრებისა.

სწორედ მან თქვა: „ვინაიდან ვისაც სურს, თავისი სული გადაარჩინოს, ის დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის მოიპოვებს მას.“

ამას თავისი ცხოვრებით ამტკიცებდა.

ის მორჩილი იყო სიკვდილამდე, თვით ჯვარცმით სიკვდილამდე.

მხოლოდ 33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის გომურში იშვა…

ახლა ის ჯვარზე იყო გაკრული…

სუნთქვა ეკვროდა…

კვდებოდა ჩვენ ნაცვლად…

თავს იტეხდა ღმერთის რისხვას, რომელიც ჩვენთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ამ რისხვის სიმძიმეს ვერ ავიტანდით, ამიტომაც თავის თავზე აიღო სასჯელი და მოკვდა.

ღმერთი სამართლიანია და სასჯელი ჩვენი ცოდვისათვის სიკვდილია.

სწორედ ეს მოიმოქმედა უფალმა ქრისტემ ჯვარზე ჩვენთვის. და მერე, სამი დღის შემდეგ…

წმინდა წერილის თანახმად…

ის აღდგა მკვდრეთით.

ის სუნთქავს.

გული ძგერს, სისხლი ჩქეფს მის ძარღვებში.

ის, რასაც დაგვპირდა, იყო ჭეშმარიტება.

ის არის ღვთის აღმდგარი ძე, რომელიც სიცოცხლეს გვთავაზობს.

ჩვენს წუხილს ის მხიარულებად აქცევს.

ჩვენს ტირილს – სიცილად, ჩვენს მწუხარებას – სიხარულად, მისი წყალობით გვეწოდება მისი შვილები, მისი მადლით არასოდეს ვიქნებით მარტონი, სიყვარულით გვიმზადებს სავანეს ზეცად, მისი სისხლის წყალობითაა, რომ შეგვიძლია ვიგალობოთ მისი ტახტის წინ.

ჩატვირთვა...