ვინ ხარ შენ – წერილი ქალბატონებს

188

შენ მშვენიერი ხარ!

შენ ხარ ჭკვიანი, მხიარული, კეთილი.

შენ უნიკალური ხარ!

შენ სიყვარულის და მზრუნველობის ღირსი ხარ!

შენ არასდროს ხარ ზედმეტი; შენ ყოველთვის საკმარისი ხარ.

შენ ძვირფასი ხარ. შენ ხარ ბრილიანტი, ვარდი, მარგალიტი.

ყველაზე საოცარი ხარ ღვთის ქმნილებათა შორის.

შენ იმაზე ბევრად მეტის ღირსი ხარ, ვიდრე ოდესმე გიოცნებია ან წარმოგიდგენია.

ბევრად მეტი ხარ, ვიდრე თმის მოვლის საშუალებებში ან ფეხსაცმელში გადახდილი ფასებია.

ბევრად მეტის ღირსი ხარ, ვიდრე იმ გოგონათა რიცხვი, რომლებიც ოცნებობენ – იყვნენ შენი მსგავსნი, ან ბიჭების რიცხვი, რომლებსაც შენთან ყოფნა სურთ.

შენს ტანისამოსზე არსებული ფასის იარლიყზე ბევრად უფრო ძვირფასი ხარ.

ბევრად უფრო ძვირფასი, ვიდრე შენი პროცენტული მაჩვენებელი მათემატიკის ტესტში, ან ტვიტერზე შენს გამომწერთა რაოდენობაზე მეტიც კი.

შენი ფასი აღემატება სამყაროში არსებულ ყველა ნივთს, რადგანაც შენ შეგიყვარა დიდებულმა ღმერთმა და შენთვის გაიღო მსხვერპლი.

მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობ საკუთარ თავზე.

ძალიან ლამაზი ხარ, თუ ჩვეულებრივი გარეგნობის,

ბევრს მოსწონხარ, თუ ცოტას,

სასწავლებელში პოპულარული ხარ, თუ კლასელებისგან გარიყული.

ყველა ცდილობს შენთან მეგობრობას, თუ ისეთი გოგონა ხარ, რომელსაც არასდროს ჰყოლია მეგობარი.

მოგწონს საკუთარი თავი და შენი ცხოვრება,

თუ არ შეგიძლია საკუთარი თავის ყურება სარკეში და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ცხოვრება თავზე გენგრევა.

წარმატებული ხარ, თუ თავს მსოფლიოში ყველაზე უიღბლო ადამიანად მიიჩნევ,

იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობ საკუთარ თავზე, სინამდვილე ის არის, რომ შენ იმსახურებ მას, ვინც შენ გამო სიცოცხლეს დათმობს,

რადგან შენ ხარ მტკიცე, ძლიერი, ნიჭიერი!

წაიკითხე ბიბლიის გმირი ქალების შესახებ: ესთერი, რუთი, მართა, მარიამი. მათ სამუდამოდ შეცვალეს მსოფლიო!

და თითოეულ თქვენგანში არის ქალი ამავე ძალით, ნიჭითა და შესაძლებლობებით, ქალი, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია.

და შენ გეკისრება პასუხისმგებლობა იმისა, რომ აღმოაჩინო ეს ქალი და გამოათავისუფლო იგი.

აი, ასეთი ქალი ხარ შენ!

და ნებისმიერი ხმა შენს გონებაში, რომელიც განსხვავებულ რამეს გეუბნება, მტრისგანაა.

და შემდეგ, როცა ისევ გაიგონებ ამ ხმას, აი, რა უნდა უპასუხო: „არა, სატანავ! მე ცოცხალი ღმერთის ასული ვარ. მე მას ვუყვარვარ, ზრუნავს ჩემზე, ამქვეყნიურ ქმნილებათა შორის ყველაზე ძვირფასი ვარ მისთვის, ვინც არის ყოველივეს შემოქმედი და ყოველივეზე აღატებული. მე მისი საოცარი ქმნილება ვარ!“

გთხოვ, არ დაივიწყო ეს!

თარგმანი: თამუნა კაკრიაშვილი.

გახმოვანება: ლაშა კაკაშვილი.

ხმის რეჟისორი: ბაჩუკი დოდაშვილი.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...