იაჰვე – יַהְוֶה – YHWH

313

ის ჩვენ შორის არის.

ის არასოდეს მიგვატოვებს და არასოდეს შეგვაქცევს ზურგს.

ის არის აღთქმაში.

ის ჩვენშიცაა.

ჩურჩულით წარმოთქვამს შენს სახელს.

ებრაული სიტყვა „იაჰვე“ ნიშნავს „უფალს.“

იესოს სული.

უფალმა ღმერთმა გამოსახა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა მის ნესტოებს. და იქმნა იგი ცოცხალ არსებად.

ის ჩვენში მკვიდრობს.

მისი სახელი ასე წარმოითქმის: იოდ ჰე ვავ ჰე – იაჰვე, სახელი, რომელიც მეტისმეტად წმიდად იყო მიჩნეული იმისათვის, რომ წარმოეთქვათ.

ის არასოდეს მიგვატოვებს და არასოდეს შეგვაქცევს ზურგს.

ყოველი ადამიანის სიცოცხლე ერთი ამოსუნთქვაა მხოლოდ.

დაუსრულებელი აღთქმა.

უფლის ღვთაებრივი სუნთქვაა შენში და მათში, ვინც შენ გარშემოა.

ღვთის სული მკვიდრობს შენში და ჩურჩულებს შენს სახელს.

იესომ ხმამაღლა შესძახა: „უფალო, შენს ხელთ ვაბარებ ჩემს სულს!“ ეს რომ თქვა, უკანასკნელად ამოისუნთქა.

წმიდაა უფალი და წმიდაა მისი სუნთქვა ჩვენში.

იაჰვე.

დაე, ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი.

ჩატვირთვა...