მამაო ჩვენო – 90-ე ფსალმუნი

767

მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს,
და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენც მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელსა;
არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ, ამინ!

ფსალმუნი 90-ე

უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
ვეტყვი უფალს:
„ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.“
რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომსრავი ჭირისაგან.
თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს;
ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება.
ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ისარი დღისით გაფრენილი,
შავი ჭირი – ბნელში მოარული, სენი – შუადღის მძარცველი.
დაეცემა შენ გვერდით ათასი და ათი ათასი შენ მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება;
ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
რადგან, ღმერთო, შენ ხარ ჩემი თავშესაფარი,
შენ საცხოვრისად აირჩიე უზენაესი.
არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს;
რადგან თავის ანგელოზებს უბრძანა შენზე – დაგიცვან ყველა შენს გზაზე.
ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე.
ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გათელავ.
რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას,
რადგან იცნო ჩემი სახელი.
მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში;
გამოვიხსნი და ვასახელებ;
დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.

ჩატვირთვა...

Negatif Haberler