მარადიული სიცოცხლე (ვიდეო)

81

ერთ დღეს შენი გული გაჩერდება და ეს იქნება შენი სხეულის სიცოცხლის დასასრული, მაგრამ ამით შენი არსებობა არ დასრულდება, რადგან ღმერთმა მარადიული სიცოცხლისათვის შეგქმნა.

სწორედ ამიტომაც გრძნობ ხშირად, რომ არსებობს ამქვეყნიურ სიცოცხლეზე რაღაც უფრო მეტი, რადგან ეს მართლაც ასეა.

იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოანე 11:25).  ეს დაპირებაა. საკუთარი ძალისხმევით და სიკეთის ქმნით ვერ მიაღწევ ზეცამდე. ვერ დაიმსახურებ ამას. ვერ გამოიმუშავებ ზეცამდე მისასვლელ უფლებას, რადგან ზეცა სრულყოფილია, ადამიანი კი არა და ამიტომაც ვერ შეხვალ ზეცაში, თუ სრულყოფილი არ იქნები, სრულყოფილი კი არავინაა.

ღმერთს სხვა გეგმა ჰქონდა. უფალი იესო, რომელიც მკვდრეთით აღდგა, გპირდება, რომ ერთ დღეს, შენც აღგადგენს მკვდრეთით შენი სიკვდილის შემდეგ. და თუ უფალს ენდობი, სიკვდილი იქნება არსებობის ერთო ფორმიდან მეორეში გადასვლა და არა ყველაფრის დასასრული.

მე წავიკითხავ ამ სიტყვებს და შენ კი გონებაში გაიმეორე, რათა ეს შენი ლოცვა იყოს:

„უფალო იესო, გმადლობ ყველაფრისათვის, რაც მოიმოქმედე. მინდა გავიხარო იმით, რაც მომეცი შენი სიკვდილითა და აღდგომით. მე ვაღიარებ, რომ შენ ხარ ღვთის ძე და ეს ჭეშმარიტებაა. მე მწამს შენი დაპირების, რომ შენ ხარ ერთადერთი, ვისაც შეუძლია მომცეს საუკუნო სიცოცხლე, რამეთუ შენ გადაიხადე ჩემი ცოდვების საზღაური. გთხოვ, შემოდი ჩემს ცხოვრებაში და შეცვალე იგი. ვლოცულობ უფალ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.“

ჩატვირთვა...