მისი სახელი ბნელში ანათებს

243

შუაღამისას გაისმა დიდებული ძველი სიმღერა.

ანგელოზნი დასწვდნენ ოქროს ქნარებს

და დედამიწაზე გაისმა მათი ტკბილი ხმა.

„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება!“

დედამიწა მოწიწებით დუმდა

და ყურს უგდებდა ანგელოზთა გალობას.

ანგელოზებმა ქვეყნიერებას ახარეს დიდი სიხარული,

რომელიც ყველა ადამიანის იქნებოდა.

დღეს დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი,

რომელიც არის ქრისტე უფალი.

 

ანგელოზთა დიდძალი ლაშქარი ადიდებდა ღმერთს

და მათი ტკბილი გალობა მთელ დედამიწას ეფინებოდა.

„დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და კაცთა შორის სათნოება!“ –

უგალობდნენ ანგელოზები მას, ვინც იშვა ქალწულისაგან.

მას, ვისაც უნდა ეხსნა თავისი ხალხი ცოდვებისაგან

და ვისი სახელიც არის „ემანუელი“…

„ჩვენთან არს ღმერთი“.

 

უგალობდნენ მას, ვინც იყო დასაწყისში,

ვის მიერაც შეიქმნა ყოველივე.

ვინც არის სიცოცხლე

და ვინც უნათებს ქვეყნად მომსვლელ ყოველ ადამიანს.

მისი სახელი ანათებს ბნელში და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

ანგელოზნი უგალობდნენ მას,

ვინც არის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე.

კაცობრიობის მხსნელი.

ჩატვირთვა...