როგორი იქნებოდა მსოფლიო მხსნელის გარეშე

169

რა არის ის რაღაცები, რომლებსაც ვერასოდეს დაიბრუნებ უკან? სიტყვები, გადაწყვეტილებები, შეცდომები.

როგორი იქნებოდა მსოფლიო, სადაც ყველა გულისტკივილი სამუდამოდ გაგრძელდებოდა; სადაც ჭრილობები არასოდეს შეხორცდებოდა.

სადაც არ იქნებოდა შესწორების, უკან დაბრუნების ან წაშლის ღილაკი.

მსოფლიო, სადაც ადამიანი უფრო და უფრო შორდება ბედნიერებას, მშვიდობას, ღმერთს.

ასეთი იქნებოდა მსოფლიო მხსნელის გარეშე.

საბედნიეროდ, ასეთი ქვეყნიერება არ არსებობს, რადგან ერთ წყნარ ღამით, დიდი ხნის წინ, ერთ პაწაწინა ქალაქში, დაიბადა ჩვილი. დაიბადა, რათა შეეცვალა ადამიანთა გულები, ეპატიებინა შეცდომები.

დაიბადა, რათა დაემარცხებინა უპატიებლობა, სინანული, სასოწარკვეთილება, შიში,

მას ესმის შენი. ის მკურნალია ჩვენი. ის ხიდს დებს ღმერთსა და კაცთა შორის არსებულ უფსკრულზე და გვაბრუნებს სახლში, თუ ვემორჩილებით მას, თუ გვიყვარს ის, თუ მივყვებით მას. სწორედ ამიტომ ვხარობთ. სწორედ ამიტომ ვუმღერით უფალს. და სწორედ ამიტომ დაიბადა იგი.

ჩატვირთვა...