რწმენა განსაცდელში

260

არის რაღაცები, რაც არ მესმის, რომელთა გაგებაც არ შემიძლია. ხანდახან შევყურებ სამყაროს და ვფიქრობ, რატომ? მე რატომ, ღმერთო? რატომ ეს შემთხვევა, ეს გარემოება? რატომ ეს განსაცდელი? რატომ?

ბედი არ მწყალობს, მომავლისთვის რაიმე გეგმაც კი არ მაქვს, მხოლოდ ცარიელი ხელები, რომელთაც მოთმინება აღარ შემორჩათ. უდაბნოში ვარ დაკარგული, არსად ჩანს ოაზისი, თანდათან ვიფიტები; ტუჩები დამისკდა; ასეთ სიცხეში სიარულისგან ფეხები მეწვის; წყურვილი მკლავს და გზას ვაგრძელებ. ვიმედოვნებ, რომ ვიპოვი პასუხს.

სულ მცირე რწმენა ამ უბედურებით სავსე სამყაროში იქნებოდა მაცოცხლებელი წყლის წვეთი ჩემი გამომშრალი სხეულისთვის. უფლის სული ჩემს ცხოვრებაში, აი, რას ვგულისხმობ. თუმცა იგი ძალიან შორეული ჩანს.

ღმერთო, ნუთუ ნამდვილად ჩემთან ხარ? ნამდვილად გადარდებს ჩემი პრობლემები? როდესაც ვტირი გასაჭირის დროს, შენ ნამდვილად იქ ხარ? შენი პასუხია „დიახ“, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი მეპარება…

მინდა, შევიცვალო მიმართულება, რადგან ამ გზაზე ვიკარგები. თუმცა უდაბნოში ვარ დაკარგული, ვხვდები, რომ ღმერთია ერთადერთი, რომელმაც ეს ყოველივე შექმნა; სწორედ მან იცის, სადაა მაცოცხლებელი წყალი; მან შექმნა მზე, მისი ყოველი ქმნილება საოცარია. მან იცის, როცა ვეცემი; ის ჩემ გვერდითაა მაშინაც, როცა მე ვარ შორს მისგან.

ღმერთია ის, ვინც მჭირდება სიკვდილის ჟამს. ის არის სუფთა წყალი შუაგულ უდაბნოში; ის არის ღმერთი, ის არის მეფე, უფალი, რომელიც სიცოცხლეს აძლევს ყოველივეს. ის გვაძლევს და გვართმევს ყველაფერს. ხანდახან უბრალოდ უნდა ვენდოთ, რადგან მან ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. როდესაც მძინავს, ის მოქმედებს; როცა ვეცემი, ის მიწვდის ხელს, რომ წამოვდგე.

არაფერს და არავის შეუძლია, განმაშოროს მის სიყვარულს, რადგან ის არასდროს გამიშვებს ხელს, ის ერთგულია, კეთილია, ის ღმერთია. და ვიცი, რომ სწორედ ისაა, ვინც უდაბნოში გვიწყალობებს წვიმას.

___________________________________________

თარგმანი: თამარ ცხოვრებაძე

რედაქტრება: მანანა ტვინიკაძე

გახმოვანება / ხმის ინჟინერია:აჩუკი დოდაშვილი

ხმის რეჟისორი: ნატალია ჩიქოვანი

მონტაჟი: მათე თხელიძე

ჩატვირთვა...