ფსალმუნი 138 – „უფალო, შენ გამომიკვლიე და მიცნობ”

100

ფსალმუნი 138:1-18

„უფალო, შენ გამომიკვლიე და მიცნობ.

იცი, როდის ვჯდები და ვდგები; შორიდანვე ხვდები ჩემს ფიქრებს.

დავდივარ თუ ვისვენებ, ჩემ გვერდით ხარ; გამოკვლეული გაქვს ყველა გზა ჩემი.

ჯერ ენაზეც არ მომდგომია სიტყვა, აჰა, უკვე სრულად იცის უფალმა.

გარემომიცავი  და ხელი დამასხი მე. გაოცებული ვარ, როგორ შემიცანი ასე; ჩემს გონებას აღემატება.

სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში ავიდე – იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე – იქაც ხარ!

ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე – იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს.

თუ ვიტყვი: ნამდვილად ბნელი დამფარავს და ღამე სინათლედ გადამექცევა. წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ბნელი; ღამე დღესავით გაანათებდა, რადგან სიბნელეც სინათლეა შენთვის!

შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედაჩემის მუცელში გამომძერწე. გაქებ, რადგან შიშით აღსავსე და მშვენიერი გამომსახე;

საკვირველია შენი საქმენი და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა. არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები, როცა ჩავისახე იდუმალებაში და შევნივთდი მუცლის სიღრმეებში.

ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში იყო ჩაწერილი ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ კიდევ არ იყო არც ერთი მათგანი.

რაოდენ ძვირფასია ჩემთვის შენი ზრახვანი, ღმერთო, და რაოდენ დიდია მათი რიცხვი. დავთვალო – ქვიშაზე უმრავლესია.

ვიძინებ ამ ფიქრებში, ვიღვიძებ და, ისევ შენთან ვარ.“

ჩატვირთვა...