ფსალმუნი 22 – „უფალი ჩემი მწყემსია” (ვიდეო)

143

ფსალმუნი 22

„უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი მომაკლდება,

ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე;

სულს განმიახლებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს, თავისი სახელის გამო;

შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი,

ტაბლა გამიწყე ჩემი მტრების თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს, სავსეა ჩემი თასი და გადმოედინება.

ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი ჩემი სიცოცხლე; და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.“

ჩატვირთვა...