ყველაზე დიდებული ამბავი, რაც ოდესმე თქმულა

407

დასაწყისში ღმერთი ქმნის ცას და დედამიწას ექვს დღეში. ის ქმნის ადამსა და ევას, რომლებიც ღმერთთან რჩებიან, ცდუნებამდე, სანამ აკრძალული ხის ნაყოფს შეჭამენ.

ცოდვა იჭრება სამყაროში.

მოვლენები უარესისკენ ვითარდება, ამიტომ ღმერთი წყალდიდობას მოუვლენს დედამიწას და ყველაფერი ხელახლა იწყება ნოესა და მის ოჯახთან ერთად.

ღმერთი მოუწოდებს აბრაამს, რომ გაჰყვეს მას და ჰპირდება, რომ აბრაამი გახდება დიდებული ერის მამამთავარი. აბრაამი ემორჩილება უფალს და ღმერთი მისცემს მას ვაჟს – ისააკს.

ისააკისგან იშვა იაკობი. იოსები, იაკობის საყვარელი ვაჟი თორმეტიდან, ხდება მეორე კაცი ეგვეპტეში ფარაონის შემდგომ. ღმერთი მისი საშუალებით შიმშილისგან გადაარჩენს მთელ მის ოჯახს და ეგვიპტეს.

ასობით წლის შემდეგ ებრაელი ხალხი ეგვიპტის მონა ხდება. მოსე სათავეში უდგება ებრაელი ერის მონობიდან დახსნას.

იესო ნავეს ძე მოსეს სიკვდილის შემდეგ წარუძღვება ხალხს აღთქმული მიწისკენ.

იესო ნავეს ძის შემდგომ ღმერთი მოავლენს მსაჯულებს, როგორებიც არიან დებორა, გედეონი და სამსონი, რომლებიც იცავენ ღვთის ხალხს ბრძოლაში. ამ მმართველობით დაღლილი ხალხი მეფეს ითხოვს.

ღმერთი ისრაელს უგზავნის მეფე საულს, მეფე დავითს და შემდეგ მეფე სოლომონს.

ამის შემდგომ იწყება დაღმასვლა. ხალხი ჯანყდება, ისრაელის სამეფო იყოფა და ისრაელიანები ივიწყებენ ღმერთს. წინასწარმეტყველები: ელისე, ესაია, მიქა, იერემია აფრთხილებენ ხალხს, რომ თუ ისინი არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს, ამას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ხალხი უგულებელყოფს ამ გაფრთხილებას.

გაყოფილი სამეფო დაპყრობილია. ღვთის ხალხი სხვა ქვეყნების ტყვეობაში აღმოჩნდება. დანიელი იშვიათ სიმამაცეს იჩენს ღმერთის სახელის დიდებისათვის. გადასახლებულთაგან ზოგიერთი ბრუნდება აღთქმულ მიწაზე, მაგრამ ოთხასი წლის განმავლობაში ღმერთი დუმს. არ ჩანან წინასწარმატყველები, არ არის სასწაულები და არავის ეცხადებიან ანგელოზები.

დუმილი მთავრდება, როდესაც იესო იბადება. ის მისაბაძი ცხოვრებით ცხოვრობს. ასწავლის ჭეშამრიტებას და ახდენს სასწაულებს, რომლებიც მოწმობენ, რომ ის არის ღმერთი. მისი ჩვენდამი სიყვარული იმით ვლინდება, რომ ის ჩვენს ადგილს იკავებს და კვდება ჯვარზე ჩვენი ცოდვებისთვის.

მის სხეულს გამოქვაბულში ტოვებენ, მაგრამ სამი დღის შემდეგ ის მკვდრეთით აღდგება. ამარცხებს ცოდვასა და სიკვდილს.

მისი მიმდევრები მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში. გულით ატარებენ მის სიყვარულს და აშენებენ ეკლესიებს.

ჩვენ ვართ ნაწილი ამ ისტორიისა და გვაქვს შესაძლებლობა, შევცვალოთ სამყარო და გავაზიაროთ სიყვარული, რადგან ერთ დღესაც ის გახსნის ცას და დაბრუნდება.

ეს არის ყველაზე დიდებული ამბავი მათ შორის, რაც ოდესმე თქმულა.

ჩატვირთვა...