შენ ვის ემსახურები?

417

ლუციფერი:

– თქვენ, ქრისტეს მიმდევარნო, მოტყუებულნი ხართ. მოწყალეა იგი, როცა თქვენს ხალხს თავებს ჰკვეთენ? ერთგულია იგი, როცა უამრავი ადამიანი კვლავ და კვლავ განუდგება რწმენის გზას? თქვენ მკვდარი ღმერთის თაყვანისმცემელნი ხართ. კრავის, რომელსაც არ შეუძლია თქვენი ცოდვების თავის თავზე აღება. ის არ ასრულებს დაპირებებს. ის მდუმარე მეფეა და თქვენ მიჰყვებით მას, სანამ სიკვდილის კარამდე არ მიგიყვანთ.

ქრისტე ამბობს:

– დამარცხებულო ეშმაკო და წმიდათა ცილისმწამებელო, გესმის, როგორ მადიდებს ჩემი ერი? გესმის მათი სიმღერა? ისინი სიბნელეში მიდიან, მაგრამ მენდობიან. ისინი მზად არიან, თავი გაწირონ. როცა საყვირების ხმა გაისმება, შენი მმართველობა დასრულდება. ჩემი ერი კი ანგელოზთა მმართველიც გახდება. ისინი გალობენ, რადგან გრძნობენ, როგორ მიყვარს ისინი. ამაღამ მათი გალობა აბათილებს შენს ტყუილებს.

შენ ვის ემსახურები?

ჩატვირთვა...