არის თუ არა ღვთის სამართლიანობა და სიყვარული შეთავსებადი?

209

შეუძლია თუ არა მოსიყვარულე უფალს, ადამიანები გაუშვას მარადიულ ჯოჯოხეთში? არის თუ არა ღვთის სამართლიანობა და სიყვარული შეთავსებადი? როგორ შეგიძლია ადამიანებს მარადიული სიყვარული შესთავაზო და ამავდროულად „დაემუქრო” ჯოჯოხეთით? ეს ორი რამ თითქოს ერთმანეთს ვერ უთავსდება. მკვლელს, რომელიც იგებს, რომ მოსამართლე მოსიყვარულე ოჯახიდან არის, არ უნდა გაუკვირდეს, რომ იგივე მოსამართლე მას განაჩენს გამოუტანს… მსგავსადვე, როცა ბიბლია ლაპარაკობს, რომ ღმერთი კეთილი და მოსიყვარულეა, ცოდვილს არ უნდა გაუკვირდეს გასამართლების დღის შესახებ ინფორმაციის გაგება…

წმინდა წერილი ამბობს, რომ სამართლიანობა და სიყვარული შეთავსებადია. ეს მოხდა ჯვარზე…

„მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი აცხადებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.” (რომაელთა 5 : 8)

ჩატვირთვა...