ლეგენდა არწივზე (შთამაგონებელი ამბავი)

338

ამბობენ, რომ არწივს 70 წლამდე შეუძლია ცხოვრება,

მაგრამ ამ ასაკამდე მისაღწევად მან რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

40 წლის ასაკში მის გრძელ და დრეკად ბრჭყალებს აღარ ძალუძს, ჩაეჭიდოს ნადავლს, რომელსაც საკვებად იყენებს.

მისი გრძელი და ბასრი ნისკარტი იღუნება.

ბუმბული ძველდება, სქელდება და მძიმდება.

სქელი და მძიმე ბუმბული მკერდზე ეკვრის და ფრენას ურთულებს.

არწივს მხოლოდ ორი არჩევანი რჩება: მოკვდეს ან გაიაროს მტკივნეული პროცესი ცვლილებისა.

პროცესი მოითხოვს, რომ არწივი მთის მწვერვალზე აფრინდეს და თავის ბუდეზე დაჯდეს.

შემდეგ ნისკარტს ურტყამს ქვას, სანამ არ მოიძრობს,ელოდება და როცა ახალი ნისკარტი ამოუვა, იწყებს ბრჭყალების მოძრობას. მას შემდეგ, რაც ახალი ბრჭყალები გაეზრდება, იწყებს დაძველებული ბუმბულის მოცილებას.

ცვლილება, რომელიც ღირს ტკივილის ატანად.

და ამ ყველაფრის შემდეგ…

არწივი ასრულებს თავის ცნობილ, ხელახლა დაბადების ფრენას და ცოცხლობს კიდევ 30 წელს.

რატომ იყო ცვლილება საჭირო?

გადარჩენისა და სიცოცხლისთვის.

ჩვენც უნდა დავიწყოთ ცვლილებების პროცესი.

არწივისგან განსხვავებით, ჩვენ უნდა მოვიცილოთ უსიამოვნო მოგონებები, უარყოფითი ჩვევები და შემოსაზღვრული აზროვნება.

მხოლოდ წარსულის ტვირთისგან გათავისუფლებულებს შეგვიძლია აწმყოსგან სარგებლის მიღება.

იმისათვის, რომ დაიწყო ახალი მოგზაურობა მომავალში, გაუშვი უარყოფითი, შემზღუდველი წარმოდგენები.

განიახლე გონებადა ნება მიეცი შენს თავს, გაფრინდე ხელახლა, არწივის მსგავსად.

ჩატვირთვა...