გადარჩენაში დარწმუნება – ნამდვილად გადარჩენილი ვარ?

216

ეჭვი, შიში, გაურკვევლობა…

მსგავსი გრძნობები ყველასთვის ნაცნობია. როგორც ქრისტიანს, შესაძლოა, შენც განგიცდია ყველა ეს გრძნობა.

ზოგჯერ შეიძლება კიდეც დაფიქრებულხარ – „ნამდვილად გადარჩენილი ვარ?“

თუ შენ ირწმუნე იესო და მიიღე შენს მხსნელად, თუმცა ისევ ეჭვობ, გადარჩენილი ხარ თუ არა, თითქმის შეუძლებელია, რომ ქრისტიანულ ცხოვრებაში გქონდეს წინსვლა.

მაგრამ უფალს აქვს კეთილი უწყება შენთვის.

შენი რწმენა არ არის დაფუძნებული შენს ცვალებად გრძნობებზე, არამედ ღმერთის უცვლელ სიტყვაზე.

ღმერთს არ უნდა, რომ ისურვო, ან იმედი გქონდეს, ან იფიქრო, რომ გადარჩენილი ხარ. მას უნდა, დარწმუნებით იცოდე, რომ დახსნილი ხარ!

მან თავის წერილშიც მოგვცა ამის მტკიცებულება.

1 იოანეს 5:13 ამბობს: „ეს მოგწერეთ თქვენ, ღმერთის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.“

ბიბლიაში, რომაელთა 10:9 მუხლში წერია: „იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.“

თუ შენ აღიარე და იწამე, მაშინ, ღმერთის უცვლელი სიტყვის მიხედვით, საქმე მოგვარებულია. შენ ნამდვილად და საუკუნოდ გადარჩენილი ხარ. მაგრამ თუ არ გიღიარებია და გირწმუნია, მაშინ შეგიძლია ამ მარტივი ლოცვით ილოცო ახლავე:

„უფალო იესო, მწამს, რომ შენ მოკვდი ჩემი ცოდვებისთვის და მკვდრეთით აღდექი. მე გიღებ ახლავე. გმადლობ, უფალო, გადარჩენისთვის. ამინ.“

ნებისმიერი, ვინც ამ ლოცვით ილოცა და გადაწყვიტა ღმერთის მოსაწონად ახალი ცხოვრების დაწყება, გადარჩენილია.

იოანეს 5:24 ამბობს: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.“

იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ღმერთის სიტყვაშია, ეჭვის გარეშე იცოდე, რომ გადარჩენილი ხარ.

თუკი დარწმუნებული ხარ შენს ხსნაში, შეგიძლია ამ საძირკველზე ააშენო შენი რწმენა და გქონდეს წინსვლა შენს ქრისტიანულ ცხოვრებაში.

ჩატვირთვა...