დრ. ვინსენტ გ. არტესი – მკვდარი ცოდვისათვის, ცოცხალი ქრისტეში

173

ზეციდან შობილ ყველა ქრისტიანს ეპატია თავისი წარსული ცოდვები, მაგრამ შემდეგ ჩვენ გავდივართ გამოცდას.

თითოეული ადამიანი, რომელმაც კი ოდესმე შესცოდა, არის დამნაშავე.

ჩვენ ამას ისევე უნდა შევხედოთ, როგორც ღმერთი უყურებს.

ყველამ დავარღვიეთ ღმერთის რჯული, თითოეულმა ადამიანმა.

ჩვენ გავთავისუფლდით ჩვენი ცოდვის სასჯელისაგან, როდესაც პირველად ვირწმუნეთ ქრისტე და ჩვენ ვრჩებით ჩვენი ცოდვებისაგან თავისუფალი მანამ, სანამ ვრჩებით ქრისტეში რწმენით.

ქრისტეში დარჩენა ნიშნავს, რომ ადამიანი არის ქრისტეს მორჩილი მისდამი სიყვარულისა და რწმენის მეშვეობით.

იესო ქრისტეს სიცოცხლე განხორციელებულია მასში და ის ვლინდება ქრისტიანში.

ქრისტიანები არიან მკვდარნი საკუთარი თავისთვის და ცოცხლები ქრისტესათვის.

ცოცხალი ქრისტეში ნიშნავს, რომ ჩვენი ძველი ცხოვრება უნდა დამარხულ იქნეს მასში.

მონანიების მეშვეობით გამართლების მოსაპოვებლად საჭიროა რწმენის ქონა, არასწორი საქმეებისადმი სინანული, სასჯელი, საფასური და შემდეგ პატიება და თავისუფლება.

უნდა დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? რა თქმა უნდა, არა!

ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვრებთ მასში?

ან ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?

ჩვენ მასთან ერთად დავიმარხეთ სიკვდილში, ნათლისღებით და როგორც ქრისტე აღდგა მამის დიდებით მკვდრეთით, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით, რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით შევუსისხლხორცდით მას, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. მას შემდეგ, რაც რწმენის მეშვეობით ჯვარზე დაღვრილი სისხლით მოვიპოვეთ მშვიდობა, ჩვენ გავდივართ გამოცდას.

ქრისტიანი, რომელიც ისევ უბრუნდება თავის ძველ ჩვევებს, რომელთაგან დასახსნელადაც ქრისტე მოკვდა, კვლავ დამნაშავე ხდება ღმერთის წინააღმდეგ შეცოდებით.

თუ ეს ცოდვები მწუხარებით არ იქნება მონანიებული და ეს პიროვნება არ დაიწყებს ღვთისათვის დადებული პირობის თანახმად ცხოვრებას, იგი ვერ გადარჩება, იგი ისევ დამნაშვე რჩება ღმერთის წინაშე.

ის აღარ არის ნაპატიები თავისი ცოდვების გამო.

„შემობრუნდით ჩემკენ“ − ამბობს ღმერთი.

იგი ამბობს: „დაიცავით გულები უფლისათვის და მოექეცით მთელი თქვენი გულით.“

სერიოზულად მოეკიდეთ თქვენს აღთქმებს.

გვახსოვდეს ჩვენი აღთქმა, იესო მოგვიწოდებს მონანიებისკენ.

სინანული უნდა აღიძრას მეამბოხის გულში, სანამ ის დაიჩოქებს მხსნელის წინაშე.

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მომნანიებელი დაემორჩილოს სახარებას.

მაშინ, როდესაც აღიარებს თავის დაღუპულ და დამნაშავე მდგომარეობას და რწმენით იღებს მისთვის შეთავაზებულ წამალს, სულიწმიდა ანიჭებს მას საკმარის სიმტკიცეს ღმერთის მცნებების დასაცავად.

ერთადერთი საშუალება ჩვენი გულების ცოდვებისაგან გასათავისუფლებლად არის ზეციდან შობა და ქრისტეში დარჩენა.

ჩატვირთვა...