ეზეკიელის წინასწარმეტყველება (Video)

24
ეზეკიელის წინასწარმეტყველება 37-ე თავი

1. იყო უფლის ხელი ჩემზე, და გამიყვანა მე უფლის სულმა და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე.

2. და შემომატარა მათ ირგვლივ, და აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ისინი ველზე და, აჰა, მთლად გამხმრები იყო.

3. და მითხრა მან მე: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდებიან ეს ძვლები? და ვუთხარი მე: უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი ეს.

4. და მითხრა მან: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა!

5. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით.

6. მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.

7. და ვიწინასწარმეტყველე მე, როგორც მებრძანა; და როდესაც ვწინასწარმეტყველებდი, მესმა ხმა, და აჰა, შეიქმნა ზრიალი, და მიედგა ძვალი თავის ძვალს.

8. და დავინახე: აჰა, ძარღვებით შეივსო და ხორცი და ტყავი გადაეკრა ზედ, სული კი არ იყო მათში.

9. და მითხრა მე: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხი ქარიდან მოდიო, სულო, და შთაბერე ამ დახოცილებს და გაცოცხლდებიან.

10. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც უფალმა მიბრძანა. და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ და დადგა ფეხზე ძალზე, ძალზე დიდი ლაშქარი.

ჩატვირთვა...