ერთ დღეს დასრულდება ყველაფერი

104

ვისურვებდი, ასე სერიოზულად არ მიმეღო ცხოვრება…

ნეტავ უფრო მეტად გამეხარა სიცოცხლით…

ნეტავ უფრო მეტი ბედნიერება მომეტანა ჩემი ოჯახისთვის…

ნეტავ მცოდნოდა, რა ძვირფასია სიცოცხლე… რა ხანმოკლე…

რა განსაკუთრებული და ამავდროულად, მყიფე და უმნიშვნელო.

ნეტავ ასე ადვილად არ მეთქვა უარი ჩემს ოცნებებზე…

ერთ დღეს შენი ცხოვრება თვალწინ გაგიელვებს…

დარწმუნდი, რომ ყურებად ეღირება იგი…

როცა გადავხედავთ ჩვენს განვლილ ცხოვრებას, ჩვენი ბოლო ამოსუნთქვისას…

ყველას გაგვიჩნდება კითხვა: ჰქონდა ჩემს სიცოცხლეს მნიშვნელობა?

ჰქონდა ჩემს სიცოცხლეს მნიშვნელობა მსოფლიოსთვის?

ვუყვარდი ადამიანებს?

ვახდენდი გავლენას ვინმეს ცხოვრებაზე?

მქონდა მნიშვნელობა?

ჩვენ აღარ შეგვაწუხებს ჩვენი გადასახადები, ჩვენ აღარ ვიდარდებთ საკუთარ ვარცხნილობაზე, რა თქმა უნდა, არ დაგვაინტერესებს ჩვენი საყვარელი ტელეგადაცემები.

აღარ დავხარჯავთ დროს იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები.

ვნიშნავდი რამეს?

სანამ უკანასკნელად ამოისუნთქავ… დღევანდელი დღე შეიძლება იყოს სწორედ ის დრო, როცა შეგიძლია რაღაც შეცვალო. აქციე შენი ცხოვრება მნიშვნელოვნად!

ერთ დღეს ის დასრულდება. საფლავის ქვაზე დაწერილ თარიღებს შორის იქნება ხაზი და დარწმუნდი, რომ ეს ხაზი არ არის ცარიელი. დარწმუნდი, რომ სავსეა სიცოცხლით… სავსეა ცხოვრებით…

ერთხელ ოსკარ უაილდმა თქვა: „სიცოცხლე უიშვიათესი რამ არის ქვეყნიერებაზე. ბევრი ადამიანი არსებობს, სულ ესაა.“ და ის მართალი იყო…

ნუ იცხოვრებ ისე, როგორც ყველა სხვა…

ნუ იარსებებ. იყავი ექსტრაორდინალური. იცხოვრე ყოველ წამს გზნებით და ინტერესით.

სათანადოდ დააფასე ყველა და ყველაფერი.

რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? რაზე ოცნებობ? წადი და რეალობად აქციე ისინი!

მხოლოდ ერთი გასროლა გაქვს, თუ სამიზნეს ააცდენ, მხოლოდ სიამაყე დაგრჩება და ცოდნა იმისა, რომ არაფერს ნანობ.

ვინ გიყვარს?

ვინ შეგიყვარა?

უთხარი მათ… უთხარი მათ ახლა…

არასოდეს იცი, როდის გექნება ბოლო შანსი.

სიცოცხლე ზღაპრული რამაა და ნუ იფიქრებ, რომ ის შემთხვევით მოგეცა.

აკონტროლე თავი, როცა სხვები თავს კარგავენ.

გჯეროდეს საკუთარი თავის მაშინ, როდესაც ყველას ეჭვი ეპარება შენში…

აიხდინე ოცნებები მაშინ, როდესაც სხვები უარს ამბობენ საკუთარ ოცნებებზე.

იყავი კაპიტანი მაშინ, როცა დანარჩენები ეკიპაჟის წევრობით კმაყოფილდებიან.

იყავი ლომი მაშინ, როცა დანარჩენები ცხვრების როლს თამაშობენ.

იყავი წინამძღოლი მაშინ, როცა ყველა მოგყვება.

ისე იცხოვრე, თითქოს ეს დღე შენი უკანასკნელი დღე იყოს ამქვეყნად…

შეიძლება ასეც იყოს…

დატოვე შენი მემკვიდრეობა…

ჩატვირთვა...