ეძიე უფალი

190

„როცა ძებნას დაუწყებთ უფალს, თქვენს ღმერთს, პოვებთ კიდეც მას, თუ მთელი თქვენი გულითა და სულით ეძიებთ.” (მეორე რჯული 4:29)

უფლის მოწოდება თავისი ხალხის მიმართ არასდროს შეცვლილა! ის დღეს ჩვენ იმავეს გვეუბნება, რაც მაშინ მოსეს უთხრა: „ეძიეთ უფალი!“ მაგრამ ხშირად ეს ფრაზა დამაბნევლად ჟღერს, ნება მომეცით, ნათლად გადმოვცე ის.

ეძიე უფალი! მთელი შენი გულით, სულით, შენი ცხოვრებით, შენი სამსახურით, შენი ქორწინებით, შენი ფინანსებით, შენს შვილებთან ერთად, შენს ოჯახთან ერთად, ამ ეკლესიის სახელით, ამ ქალაქის სახელით, ერთა სახელით – ეძიე უფალი! თუ ღმერთი ნამდვილად ისეთია, როგორადაც გვევლინება, მაშინ მას გაუკეთებია ის, რაც გვაუწყა;

ეს ნიშნავს, რომ იესო ქრისტე აღმდგარი ძეა და ის სამეფო ტახტზეა, როგორც უზენაესი, თავისივე სამეფოს მეფე. და თუ ღმერთი ნამდვილად არის ასეთი, მაშინ მეც ისეთი ვარ, როგორადაც ის მხედავს, რაც ნიშნავს, რომ ჩემთვის ხსნად იქცა კრავის მსხვერპლი. რომ როდესაც მამა ღმერთი მხედავს, ის ხედავს ჩემში სინათლეს, რომელიც სიბნელეში ანათებს, ის მხედავს მებრძოლსა და გამარჯვებულს. ის მიყურებს და ხედავს თავისივე ძეს, რომელმაც სიცოცხლე გაიღო…

და როცა დემონები მხედავენ, მათთვის წითელი ფერი ჩანს, რადგან მე გამოსყიდული ვარ იესოს დაღვრილი სისხლით, მისი სისხლი ჩემს ნიშნად იქცა. მტერს სურს ჩემი მოკვლა, მაგრამ იესომ გადაიხადა საფასური იმისა, რაც მამძიმებდა. მახსოვს, რაც გადავიტანე. ავად ვიყავი, დამძიმებული, ძალაგამოცლილი, დასახიჩრებული, დამარცხებული, მერყევი; მხეცი ვიყავი ცხვრის ტყავში გამოწყობილი, სიბნელის მთავარი თვალებზე რიდეს მაფარებდა, ფრინველები დამტრიალებდნენ დასაფლეთად და ეს მხოლოდ დასაწყისია…

ჩემი სიტუაცია დამღუპველი იყო, მაგრამ მე კმაყოფილი ვუყურებდი ჩემს სიკვდილს ცოდვაში; მე ვიყავი ჩემივე დასასრული; სიამოვნებას მხოლოდ დროებითი შეგრძნებებიდან ვიღებდი, სადაც ყველა ჩემი გადაწყვეტილება ცდუნებებს ეფუძნებოდა, სადაც ბედნიერება და სიამოვნება იყო ჩემი ერთადერთი ხსნა. მე ქრისტიანის იმიტაცია ვიყავი. მაგრამ… ღმერთი… როდესაც ღმერთი მოდის, მას თან მიაქვს ის, რაც ჩვენთვის სიამოვნების მომნიჭებელი იყო, მაგრამ ღმერთს გვაშორებდა და მას დიდებულად ცვლის ჩვენი მისწრაფებით მხსნელისადმი, რომელიც არასდროს წავა ჩვენგან.

ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ ორთქლია მარადისობასთან შედარებით. ამიტომ მთელი გულით და მთელი სულით ეძიეთ უფალი. ვლოცულობ, რომ ეს გულმხურვალე ლოცვები დააჩნდეს ნიშნად ამ თაობას, ღმერთის ძეებსა და ასულებს. ის აღაზევებს მორწმუნეებს ჩვენივე ხსნისათვის და განვუცხადებთ სხვებს ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომას.

ჩვენ ვქადაგებთ ღმერთის ძეს – ერებისათვის ხსნის მომნიჭებელს!

ჩატვირთვა...