ვერაფერი შეგაჩერებს!

165

ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, ყოვლადძლიერი ღმერთი ზეცაში მკვიდრობს და ელოდება, როდის გაიგონებს შენს ხმას. დავითი ამბობს, რომ უფლის ყურები მიპყრობილია თავისი შვილების მიმართ, რათა მოუსმინოს მათ და აუწყოს დიდი და მიუწვდომელი, რაც მათ არ იციან. ის გვისმენს, რათა დაამხოს ყველა სიმაგრე ცოდვებისა, რომლებმაც დაიმონეს ჩვენი ოჯახები. დაამხოს აბორტისა და პორნოგრაფიის სიმაგრენი, დაამხოს დემონურ ძალთა მოქმედება, რაც ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას.

და რა ესმის ღმერთს ჩვენს ბაგეთაგან? მხოლოდ წვრილმანებზე ზრუნვა და წუწუნი. წარწერა: „არაფერს შეუძლია შენი შეჩერება, ღვთის შვილო.“ ნება მომეცით, რაღაც გითხრათ: როცა ხელებს აღაპყრობთ სალოცავად, რათა ელაპარაკოთ ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, ცისა და მიწის შემოქმედს, რომლის ხმაც ამსხვრევს ლიბანის ნაძვებს, რომელმაც მუჭით აწყა წყალი, რომელიც არყევს მთებს, შეგიძლიათ სთხოვოთ ისეთი დიდებული, ამაღლებული რამ, რომ ღმერთი ადგეს თავისი ტახტიდან და ანგელოზებს ჰკითხოს: „გესმით, რას ითხოვს ის?“

მაშ, სთხოვეთ, სთხოვეთ, სთხოვეთ მას შეუძლებელი, რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი! სთხოვეთ მას, მოგცეთ ძალა თქვენს ცხოვრებაში არსებული გოლიათების დასამარცხებლად, რადგან ჩვენს ღმერთს შეუძლია გოლიათების დახოცვა; სთხოვეთ მას, გაყოს ზღვა თქვენ წინ და დაღუპოს მასში ფარაონი. სთხოვეთ მას, მოავლინოს ცეცხლი ზეციდან, როგორც ეს ელიასთვის გააკეთა. სთხოვეთ მას, თქვენთან იყოს გავარვარებულ ღუმელში, როგორც დანიელის მეგობრებთან იყო და ის ასეც მოიქცევა.

მან თქვა, რომ ცეცხლში გავივლიდით და ის არაფერს გვავნებდა. წყლებში გავივლიდით და არ დავიხრჩობოდით. სთხოვეთ მას! ის არის ღმერთი, რომელსაც ყოველივე ძალუძს! მას სურს, რომ დიდებული რაღაცები გაჩვენოთ. სთხოვეთ მას. ილოცეთ. თქვენ გაქვთ ამის ძალაუფლება.

ყველანი ღვთის მსგავსად ხართ შექმნილნი. ღმერთი ქანდაკება არ არის. ის ლაპარაკობს. ის აზროვნებს. ის გრძნობს, ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს. ის არის სიცოცხლე. ის არის „იაჰვე შამა“ – „უფალია იქ“. ის არის „იაჰვე ნისი“ – „უფალი ბაირაღია ჩემი“. ის არის „იაჰვე შალომ“ – „უფალი მშვიდობაა“. ილოცეთ, ილოცეთ!

ზეცაში მჯდომარე ღმერთი გეკითხებათ: „რა გჭირდება? განკურნება გჭირდება? ითხოვეთ. გჭირდებათ ღვთიური სიბრძნე გადაწყვეტილების მისაღებად? ითხოვეთ და მე წაგიძღვებით სიმართლის გზაზე. გჭირდებათ მშვიდობა? ითხოვეთ. ითხოვეთ. არაფერია შეუძლებელი მათთვის, ვისაც სწამთ. გინდათ მიუღწევლის მიღწევა? მაშ, გახსენით ბაგე. თქვენ ადამიანს არ ელაპარაკებით, თქვენ ელაპარაკებით ცისა და მიწის შემოქმედს. მას ხელთ უპყრია მთელი ძალაუფლება, ის არყევს მთებს, ის შუაზე ყოფს ზღვებს. მისთვის არაფერი, არაფერია შეუძლებელი.

ჩატვირთვა...