იესო დაბადების წიგნიდან გამოცხადებამდე (ვიდეო)

0

დაბადების წიგნში ის შემოქმედი ღმერთია;

გამოსვლის წიგნში იგი გამომსყიდველია;

ლევიანთა წიგნში ის თქვენი განწმენდაა;

რიცხვთა წიგნში ის თქვენი წინამძღოლია (ხელმძღვანელი);

მეორე რჯულის წიგნში იგი თქვენი მასწავლებელია;

იესო ნავეს ძის წიგნში ის ყოვლისშემძლე დამპყრობელია;

მსაჯულთა წიგნში იგი იძლევა გამარჯვებას მტრებზე;

რუთის წიგნში ის თქვენი ნათესავი, მიჯნური და გამომხსნელია;

1-ლ მეფეთა წიგნში იგი იესეს ფესვია;

მეორე მეფეთა წიგნში იგი დავითის ძეა;

მესამე და მეოთხე მეფეთა წიგნში იგი მეფეთ მეფე და უფალთა უფალია;

1-ლ და მე-2 ნეშტთა წიგნში იგი არის თქვენი შუამავალი და მღვდელმთავარი;

ეზრას წიგნში ის არის თქვენი ტაძარი, თაყვანისცემის სახლი;

ნეემიას წიგნში იგი არის მტკიცე კედელი − თქვენი მტრებისაგან დამცავი;

ესთერის წიგნში იგი დგას ნანგრევებში, რათა დაგიხსნათ თქვენი მტრებისაგან;

იობის წიგნში ის არის თქვენი შუამავალი, რომელსაც არა მარტო ესმის თქვენი ბრძოლა, არამედ აქვს ძალა თქვენ დასახმარებლად;

ფსალმუნებში იგი არის თქვენი სიმღერა და სიმღერის მიზეზი;

იგავებში ის არის თქვენი სიბრძნე, ცხოვრების აზრის მიმცემი და წარმატების საწინდარი;

ეკლესიასტეს წიგნში იგი არის თქვენი მიზანი და ამაოებისაგან დამხსნელი;

ქებათა ქების წიგნში ის არის თქვენი მიჯნური და ერთგული მეგობარი;

ესაიას წიგნში იგი არის ყოვლისშემძლე მრჩეველი, მშვიდობის მეფე, მარადიული მამა და ყოველივე, რაც გვჭირდება;

იერემიას წიგნში იგი არის სამკურნალო ბალზამი გალაადიდან;

იერემიას გოდებაში ის არის სამუდამოდ ერთგული, რომელსაც შეგიძლია დაენდო;

ეზეკიელის წიგნში იგი არის ის, ვინც გვპირდება, რომ კვლავ გააცოცხლებს მკვდარ ძვლებს;

დანიელის წიგნში ის არის ძველი დღეების საუკუნო ღმერთი;

ოსიას წიგნში იგი არის ერთგული მიჯნური, რომელიც მოგიხმობთ, რომ დაბრუნდეთ მაშინაც კი, როდესაც ის მიატოვეთ;

იოველის წიგნში ის არის განსაცდელის დროს თქვენი თავშესაფარი;

ამოსის წიგნში იგი არის თქვენი მეუღლე, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ;

აბდიას წიგნში ის სასუფევლის მეფეა;

იონას წიგნში იგი არის თქვენი მხსნელი და თავისი ნებისკენ მომქცევი;

მიქას წიგნში იგი არის ერის მსაჯული;

ნაუმის წიგნში − მოშურნე ღმერთი;

აბაკუმის წიგნში იგი არის წმინდა ღმერთი;

სოფონიას წიგნში ის არის მოწმე;

ანგიას წიგნში ის ამხობს მტრებს;

ზაქარიას წიგნში იგი არის მხედრობათა უფალი;

მალაქიას წიგნში ის არის აღთქმის მაცნე.

რაც შეეხება ახალ აღთქმას, მათეს სახარებაში იგი ებრაელთა მეფეა;

მარკოზის სახარებაში ის მსახურია;

ლუკას სახარებაში − კაცის ძე, რომლსაც შეუძლია თანაგიგრძნოს;

იოანეს სახარებაში ის ღმერთის ძეა;

საქმეების წიგნში იესო ქვეყნიერების მხსნელია;

იაკობის წერილში ის არის თქვენი რწმენაში გამაძლიერებელი;

პეტრეს 1-ლ წერილში ის არის თქვენი მაგალითი;

პეტრეს მე-2 წერილში ის თქვენი სიწმინდეა;

იოანეს 1-ლ წერილში ის არის თქვენი სიცოცხლე;

იოანეს მე-2 წერილში იგი არის თქვენი ნიმუში;

იოანეს მე-3 წერილში ის არის თქვენი მოტივაცია;

იუდას წერილში ის თქვენი რწმენის საფუძველია;

პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ წერილში იგი ღმერთის სიმართლეა;

კორინთელთა მიმართ 1-ლ წერილში ის ისრაელის კლდეა;

კორინთელთა მიმართ მე-2 წერილში ის არის გამარჯვების მომნიჭებელი;

გალატელთა მიმართ წერილში იგი არის თქვენი თავისუფლება და თავისუფლების მომცემი;

ეფესელთა მიმართ წერილში ის არის ეკლესიის თავი;

ფილიპელთა მიმართ წერილში იგი თქვენი მშვიდობაა;

კოლასელთა მიმართ წერილში ის თქვენი სისავსეა;

თესალონიკელთა მიმართ 1-ლ წერილში იგი თქვენი იმედია;

თესალონიკელთა მიმართ მე-2 წერილში ის თქვენი დიდებაა;

ტიმოთეს მიმართ 1-ლ წერილში ის არის თქვენი რწმენა;

ტიმოთეს მიმართ მე-2 წერილში ის არის თქვენი სტაბილურობა;

ტიტეს მიმართ წერილში იგი არის ღმერთი და მხსნელი;

ფილიმონის მიმართ წერილში ის თქვენი დამცველია;

ებრაელთა მიმართ წერილში იგი არის თქვენი სრულყოფილება;

გამოცხადების წიგნში ის არის თქვენი მომავალი მეფე!

 

  • 99
    Shares