ის კვლავ გადააგორებს ლოდს სამარხიდან

185

რატომ გადააგორა ანგელოზმა ლოდი? ვისთვის გააკეთა მან ეს? იესოსთვის? მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი და საშინლად მიხაროდა, რომ ანგელოზმა გადააგორა ლოდი, რათა იესოს შეძლებოდა გამოსვლა, მაგრამ განა იესოსთვის ლოდის გადაგორება საჭირო იყო? განა ღმერთს დახმარება სჭირდება? განა სიკვდილზე გამარჯვებული იმდენად სუსტია, რომ ლოდის გადაგორება არ ძალუძს? („ეი, მანდ ვინ ხართ, მომეხმარეთ ლოდის გადაგორებაში?“). სულაც არა. ტექსტის მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იესო სამარხში უკვე აღარ იყო, როცა ლოდი გადააგორეს. სახარებებში არსად წერია, რომ ანგელოზმა ლოდი იესოსთვის გადააგორა. მაშ, ვისთვის იყო ეს?

ჩატვირთვა...