მე ვარ ალფა და მე ვარ ომეგა

169

მე ვარ ალფა და მე ვარ ომეგა,
მე ვარ სიცოცხლის პური,
რაც დაწერილა უძველეს დროში,
ბოლომდე აღვასრულე მე ჩემი მოსვლით.

მე ვარ სიმართლე, მოდი, მეძებე!
მე ვარ ყველგან და ყოველში.
მოვედი ქვეყნად მათ დასახსნელად,
ვინც ჩაიძირა ცოდვის მორევში.
მე ვარ სიტყვა ღმერთის – უკვდავი, ხორცშესხმული
და მე აღვასრულე სიტყვა ყოველი.

მე მოვევლინე მწყურვალე სულებს,
ვითარცა უდაბნოში წყალი – მოგზაურებს.
ვაზი ვარ ჭეშმარიტი,
ვაძლევ სიცოცხლეს ჩემს ქორფა ლერწებს
და შემდეგ მოველი სიმართლის ნაყოფებს.

მე ვარ თვალის ჩინი ბრმებისათვის,
მე ვარ გადარჩენა, მე ვარ განკურნება,
დაუღალავად ვეძებ ცოდვილებს
და მსურს დაღუპულთა გაცოცხლება.

მე ვარ ის მსხვერპლი, შენი გულისთვის
ჯვარზე სიკვდილი და სირცხვილი რომ იგემა.
მე ვარ ის, მესამე დღეს რომ მკვდრეთით აღდგა
შენდა გამართლებად
და შენდა დასახსნელად.

მე ვარ იმედი საუკუნო, მტკიცე რწმენა,
მე ვარ სიყვარული – ზეცის კარს რომ გიღებს,
სადაც გელოდება ხსნა და ნეტარება.

მე ვარ ის გზა ჭეშმარიტი,
ის გზა ერთადერთი,
მამისკენ ერთგულად რომ მიგიძღვება.

ჩატვირთვა...