„მე ვარ ღმერთი, მე ვარ ნათელი წუთისოფლისა”

129

მე ვარ ღმერთი,

რომელმაც სამახსოვროდ ვქმენი საოცრებანი ჩემნი.

მე ვარ ღმერთი და ჩემი დიდება ქუხილივითაა.

მე ვარ უხილავი…

და მაინც მთელი ქმნილება ღაღადებს ჩემზე.

მე ვარ სულიწმიდა, რომელიც იძვროდა წყლებს ზემოთ.

მე ვარ ღმერთი.

მინდა მიცნობდე და გესმოდეს ჩემი.

მე ვარ ემანუელი – ღმერთია თქვენთან.

მე ვარ ღმერთი და ყოველივე ჩემია, რაც ცაშია და მიწაზე.

მე ვარ ნათელი წუთისოფლისა. მე ვარ ის, ვის წინაშეც მოიდრიკება ყოველი მუხლი.

„ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს, არც ენა უნდა და არც სიტყვა, მათი ხმა რომ ისმოდეს. მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები.“ (ფსალმუნი 18:1-5).

ჩატვირთვა...