მე მორბენალი ვარ

115

ის მოვიდა, რათა მოეცა თავისუფლება სიბნელისაგან,

გული უგულოებისათვის,

სიყვარული უსიყვარულოთათვის,

სიმამაცე, რომელიც იწყება რწმენით მის მიმართ, ვინც არასოდეს მიგვატოვებს.

ეს არის ის, ვისთან ერთადაც გავრბივარ…

მისი სახელია იესო.

მას აქვს უფლება, მსჯავრი დაგვდოს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

მან სახელით მომიწოდა.

მან მითხრა, რომ ამეღო ჯვარი და ყველასთვის მეთქვა მასზე.

მითხრა, მყვარებოდა იგი და მემსახურა მისთვის და გაბედულად მელაპარაკა მის შესახებ.

მე ვირბენ მასთან ერთად.

ზოგი დამცინებს, ზოგი განკითხვას დამიწყებს;

ჩემი სუსტი სხეული დაღონდება, მაგრამ მე ეგოისტურ სურვილებს არ დავემორჩილები.

ვიცხოვრებ მისთვის, ვინც სიკვდილს თვალებში ჩახედა,

რათა გამარჯვებული აღმდგარიყო მკვდრეთით.

მისი სახელია იესო.

ჩატვირთვა...