მე შენთან ვარ…

328

მე ვიცი, რა არის შენს შინაგანში. შენ გჯერა, რომ სუსტი ხარ და ვერასოდეს დაამარცხებ შენს შიშს. მე ვიცი, როგორი მტკივნეულია, როცა მარტო რჩები. შეიძლება არაფერი ხარ ვინმესთვის, მაგრამ შენ გამო მზად ვიყავი სიკვდილისთვის და მე ეს გავაკეთე. იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ.

როგორ გინდა, რომ სხვანაირი იყო… გინდა დაამტკიცო, რომ ყველაფერი შეგიძლია, რადგან შენგან ყოველთვის გამარჯვებას ელიან. მაგრამ ცოტას თუ უნდა იცოდეს, რა არის შენს შინაგანში და რატომ მალავ ცრემლებს. ბოლოს როდის იყავი საკუთარ თავთან გულწრფელი?

ვიცი, რომ დაიღალე ასე ცხოვრებით. მაშინ მომეცი ყველაფერი. ყველაფერი, რაზეც ნანობ; მთელი ზიზღი შენ მიმართ; თითოეული შენი ცოდვა და შენი უძლურება. მომეცი ყველაფერი და შენ მაგივრად მე ვატარებ. მინდა დავინახო, როგორ იღიმი, როგორ ამარცხებ შენს შიშს, რადგან ვიცი, რომ ჩემთან ერთად შეძლებ ამის გაკეთებას. შენ გვერდით ვარ, მე ვარ იესო. მე ვარ ის, ვინც მოკვდა და აღდგა, რომ შეცვლილიყო შენი ცხოვრება.

ჩატვირთვა...