პოლ ვოშერი – „რა არის ხსნა?”

85

მონანიება უბრალოდ დანებებაა, ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა და საკუთარი მცდელობით და საქმეებით ხსნის მოპოვების ცრუ იმედის დასრულებაა.

მონანიება, პირდაპირი გაგებით, დანებება და ქრისტეს წინაშე მუხლებზე დაცემაა.

ეს არის გადარჩენა!

ასე რომ, თქვენ ამბობთ: „მოვდივარ, ცარიელი ხელებით უბრალოდ ჯვარს ვეჭიდები.“

და როდესაც ეს თესლი იზრდება თქვენში და როცა იცით, რომ თქვენი ღმერთის წინაშე დგომა 100 %-ით ქრისტეს სრულყოფილ საქმესა და დამსახურებაზეა დაფუძნებული და დამოკიდებული, მის წინაშე გაბედულად დგახართ, იცით რა, რომ ყველა თქვენი ცოდვა გამოსყიდულ იქნა და რომ თქვენ გამართლებული ხართ ქრისტეში.

მიდი მასთან.

მიდი ქრისტესთან.

მიდი მასთან ცარიელი ხელებით.

დროა, შეწყვიტო საკუთარ თავზე დაიმედება!

______________________________________

თარგმანი: დაჩი პაპაშვილი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

გახმოვანება: გიორგი შუბითიძე

ხმის ინჟინერი: ბაჩუკი დოდაშვილი

მონტაჟი: სოსო ქერდიყოშვილი

 

ჩატვირთვა...