რისთვის ვცხოვრობ ამ სამყაროში?

405

ეს სამყარო გადავსებულია ხმაურით…

ხმები, რომლებიც გიზიდავენ…

შენ ირგვლივ არსებული ათასობით ხმა ცდილობს, დაიკავოს თავისუფალი ადგილი შენს გულში.

თითოეულს სურს, გიბიძგოს თავისი მიმართულებისკენ.

და შენ იკარგები…

იხლართები ინფორმაციის ამ ქარბორბალაში. სად წავიდე? ვინ არის მართალი? მეგობრები, მშობლები, ინტერნეტი… როგორ ვიპოვო ჩემი გზა ამ ბეტონის ჯუნგლებში? როგორ გავიგო, რომელია ჩემი გზა ცხოვრებაში?

ჩნდება სურვილი წასვლის, გაქცევის.

გინდა დაემალო მომაბეზრებელ ყვირილს, ჩაეფლო სიჩუმეში, რომ გაიგონო საკუთარი თავის, დაუჯერო შინაგან ხმას, რომელიც გკარნახობს, რომ შესაძლებელია სხვაგვარად ცხოვრება. შესაძლებელია უიღბლობის დავიწყება, სავსე ფილტვებით სუნთქვა. ეს ხმა გეტყვის, რა არის სინამდვილეში მნიშვნელოვანი და რა – არა.

ეს თავად ღმერთის ჩურჩულია, შენი შემოქმედის, რომელმაც იცის, რა გაგხდის შენ ჭეშმარიტად ბედნიერს.

ამიტომ, როდესაც სიჩუმეში დარჩები, დაუსვი კითხვა მას, რომელიც შენს გულში ცოცხლობს დაბადებიდან – ღმერთო, რისთვის ვცხოვრობ ამ სამყაროში?

ჩატვირთვა...