რწმენა არის ქმედება

238

შენ ექიმთან მიდიხარ, რადგან იცი, რომ გაწუხებს რაღაც, რისი გამოსწორებაც თავად არ შეგიძლია.

ექიმის გამოკვლევით შეიძლება შენი მუცლის ტკივილს სრულიად სხვა რამ იწვევდეს, ვიდრე ის, რაც შენ გგონია.

შენ მხოლოდ ტკივილს აღიქვამ, მის გამომწვევ პრობლემას კი ჯერ არ იცნობ.

ექიმთან მიდიხარ იმიტომ, რომ არ იცი, რა არის ნამდვილი პრობლემა და სიმართლე გჭირდება.

ის ამბობს: “აი, ეს არის პრობლემა”. იღებს რეცეპტს და მასზე წერს სიტყვებს, რომლებიც შენ არ გესმის.

ფურცელს, რომელზეც არ იცი, რა წერია, აძლევ ფარმაცევტს.

ის გადის და წამლების მთელი ნაკრები მოაქვს შენთან.

შენ შესაძლოა ვერც გაიგო, რას გაძლევს, უბრალოდ უნდა ირწმუნო, რომ ის, რასაც გაწვდის, რეცეპტზე წერია.

სანამ წამლებს არ მიიღებ, ექიმს სრულად არ დამორჩილებულხარ და თუ სრულად არ დაემორჩილები, უკეთ არ გახდები, რადგან შენ გსურდა, დაგეძლია სიმპტომი და არა პრობლემა.

ბევრი ჩვენგანი ეკლესიაში მივდივართ, სიტყვას ვისმენთ და ვამბობთ: ”ეს ყველაფერი არ მესმის, მაგრამ ვიცი, რომ ის, ვინც მაძლევს ამ სიტყვას, იცის, რაზე საუბრობს.”

თუ არ ვიმოქმედებთ იმის შესაბამისად, რაც გამოწერილი გვაქვს, მაშინ ჩვენში რწმენა არ არის გამოვლენილი და თუ რწმენას არ ვავლენთ, მაშინ აღარ უნდა ვეწუწუნოთ ექიმს, რომ მისი წამლები არ გვკურნავს.

ბევრი ადამიანი ეწუწუნება ღმერთს, რომ მისი გზები არ მოქმედებს, როცა ჯერ წამალი არ მიუღიათ!

ის ამბობს: “მიიღე ერთი ტაბლეტი ყოველ 4 საათში ერთხელ”, ჩვენ კი ყოველ 4 დღეში ერთხელ ვიღებთ და შემდეგ ვფიქრობთ, რატომ არ მოქმედებს?

იმიტომ, რომ რწმენას არ ვავლენთ.

რწმენა შეგრძნება არ არის.

რწმენა არც დისკუსიაა.

რწმენა მოქმედებაა, რომელიც ვლინდება იმ პიროვნების ნებაზე დაყრდნობით, ვინც იცის, რაზე საუბრობს.

და ეს პიროვნება ღმერთია!

ჩატვირთვა...