სიტყვა (ვიდეორგოლი)

147

თუკი არსებობს საკმარისი სიტყვები ღმერთის მიმართ, მაშინ მე არ მაქვს ისინი. ჩემს გონებას არ შეუძლია გადმოსცეს ფიქრები, რომლებიც ადეკვატურად აღწერენ ჩემი ღმერთის სიდიადეს. ჩემი ფილტვები არაა საკმარისად განვითარებული იმისთვის, რომ გამოათავისუფლოს ჰაერი საჭირო სისწრაფით, რომ აღმოთქვას მისი სიყვარულის სიდიადე.

თქვენ ხედავთ, რომ ჩემი ხმა არაა საკმარისი. ის იმდენადაა შეზღუდული, რომ ძნელია, საკმარისად ავამაღლო. თუკი არსებობს საკმარისი სიტყვები მის მიმართ, მაშინ მე არ მაქვს ისინი. ჩემი უფალი. აღსანიშნავია მისი წყალობა და მრავალრიცხოვანია მისი სასწაულები, განუზომელია მისი ძალა. ის არის ღირსეული, პასუხისმგებლობიანი, მოწყალე. ჩაუწვდომელია, თუმცა შესაძლებელია მისი შეცნობა; განუსაზღვრელია, თუმცა ხელმისაწვდომი. აღუწერელია და ყველაფერზე აღმატებული.

ის აღემატება ყოველგვარ გაგებას; უფრო შორსაა, ვიდრე წარმოსახვა. ის მარადიულია ყველა თაობისთვის, ყოველი ერის მეფეა. თუკი არსებობს საკმარისი სიტყვები მის მიმართ, მაშინ მე არ მაქვს ისინი. თქვენ ხედავთ, რომ ჩემი სიტყვები ცოტაა. და რომც ვცადო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის აღწერა ჩემი ლექსიკონის მეშვეობით, ვერასოდეს შევძლებ. მაგრამ მე ვიყენებ სიტყვებს მხსნელის ქება-დიდების გამოსახატავად. მხსნელის, რომელიც ღირსია და იმსახურებს დიდებას.

ამიტომ ჩემი გული ადიდებს უფალს, აკურთხებს მის სახელს მარადიულად, რადგან მას ეკუთვნის ჩემი გული, მან მოიცვა ჩემი გონება და გააერთიანა ისინი. მან დამამარცხა ჩემს დაუმორჩილებლობაში, დამიპყრო ჩემს ცოდვებში და შემიძღვა თავის თანდასწრებაში და საკუთარი თავი ჩემი ხედვის ობიექტად აქცია. მავსებს დილით თავისი წყალობით და საღამოს – თავისი მადლით.

თუკი არსებობს საკმარისი სიტყვები მის მიმართ, მე არ მაქვს ისინი, მაგრამ რაც მაქვს, არის კეთილი უწყება. რადგან ჩემმა უფალმა იცოდა, რომ ადამიანური სიტყვები ვერ აღწერდა მას, რომ სიტყვები მხოლოდ საშუალებაა, რომელსაც ჭეშმარიტებაზე მისათითებლად ვიყენებთ. ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, როგორც სიტყვა, ცოცხალი მტკიცებულება. ის არის უხილავი ღმერთის სახე. მისით შეიქმნა ყველაფერი, მისი სიტყვისამებრ სულდგმულობს ყოველივე, მისი სახელის ძლევამოსილებით. რადგან ის მეფობს ყველაფერზე. წმინდაა მისი სახელი! და ჩვენ ვადიდებთ მას მისი სიცოცხლისთვის.

თავმდაბალი ძე უფლისა გახდა სრულყოფილი მსხვერპლი და ჩვენ თაყვანს ვცემთ მას მისი სიკვდილისთვის, რომ საკუთარი ნებით დაიკავა ჩვენი ადგილი, ჩვენ მაგივრად ეცვა ჯვარს; რომ სიყვარულით შეეგუა საფლავს, რომ ის შეებრძოლა ჩვენს მტერს და მესამე დღეს აღდგა გამარჯვებით. ჩვენ ვადიდებთ მას, რადგან ის აღდგა. ალილუია, ის აღდგა. ჩვენ ვადიდებთ მას, როგორც აღმდგარ მეფეს და აღვიმაღლებთ ხმას და ვუგალობებთ, რადგან ერთ დღეს ის დაბრუნდება და ჩვენც საბოლოოდ შევუერთდებით ჩვენს მხსნელს სამარადისოდ.

ამიტომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, რომელსაც ვამბობ, არამედ ჩემი სიტყვები მიმართულია თავად სიტყვისკენ და ამ სიტყვას აქვს სახელი. იმედს აქვს სახელი, სიხარულს, მშვიდობას, სიყვარულს აქვს სახელი და ეს სახელია იესო ქრისტე და ჩვენ ვადიდებთ მის სახელს უკუნისამდე.

ჩატვირთვა...