ნავიგაცია
ახალი ამბები

ტანჯვით გარდასახულნი (Video)

“ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის.” ( 2კორ.4:17)

ღმერთთან არც ერთი პრობლემა არ არის ამაო. იგი ყოველდღიური ვითარებების მეშვეობით აყალიბებს ჩვენს ხასიათს.

იესო გვაფრთხილებდა, რომ წუთისოფელში მრავალი განსაცდელი გველოდა. არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული ტკივილისგან, არაა დაცული სიძნელეებისგან და არ დაჰქრის ცხოვრების გზაზე დაბრკოლებებისა და უსიამოვნებების გარეშე. ცხოვრება –პრობლემების მუდმივი მონაცვლეობაა. ერთი არ გაქვს ბოლომდე დაძლეული და უკვე მეორე იჩენს თავს. მათი უმრავლესობა სულაც არაა დიდი და სერიოზული, მაგრამ თითოეული მათგანი არც თუ უმნიშვნელო როლს თამაშობს ზრდის პროცესში, რომელსაც ღმერთი განაგებს.