ფსალმუნი 120

163

ფსალმუნი 120

1. თვალებს მივაპყრობ მთებს: საიდან მოვა შეწევნა ჩემი?

2. ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა.

3. არ წააბორძიკებს შენს ფეხს, არ წათვლემს დამცველი შენი.

4. აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.

5. უფალია შენი მცველი; უფალია შენი მფარველი შენს მარჯვნივ.

6. დღისით მზე არ გავნებს, და ღამით – მთვარე.

7. უფალი დაგიცავს ყველა სიავისაგან, დაიცავს შენს სულს;

8. უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.

 

ჩატვირთვა...