ქვეყნიერებამ შეიძულა ქრისტე, შენც შეგიძულებს!

160

ეკლესიის ზოგიერთი წევრი მეკითხება: „როგორ მოვიქცეთ, რომ ამ ქვეყნიერებას უფრო მოვაწონოთ თავი?“

პასუხი ასეთია: „დაემსგავსე ქვეყნიერებას. მხოლოდ ასე თუ მოაწონებ თავს ქვეყნიერებას.“

იესომ თქვა: „თუ თქვენ ქვეყნიერებას სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.“

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იესოს ჰგავხართ, ქვეყნიერება შეგიძულებთ და თუ არ სძულხართ ქვეყნიერებას, ესე იგი, არ ხართ უფლის მსგავსნი. ორი არჩევანი გაქვთ: ან აამოთ მამა ღმერთს, ან თავი მოაწონოთ ქვეყნიერებას, მაგრამ ორივეს ვერ შეძლებთ, რადგან ეს ორი ერთმანეთის საპირისპიროა. ან ღმერთს უნდა აქციოთ ზურგი, ან ქვეყნიერებას.

გადაწყვიტეთ. ორივეს ვერ შეძლებთ. რის თქმა მინდა ამით?

იმის, რომ თქვენ ვერასოდეს შეძლებთ ღმერთის რესურსების ამოწურვას, რადგან მას განუზომლად, წარმოუდგენლად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ითხოვთ ან ფიქრობთ.

თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მისი დიდებული ძალა. მას განუზომლად დიდი ძალა აქვს და მზად არის, თქვენც გაგინაწილოთ იგი. მას შეუძლია დაამარცხოს თქვენ წინ მდგარი გოლიათი, მას შეუძლია წყალი მოგივლინოთ უდაბნოში, მას შეუძლია მანანა აწვიმოს ციდან, მას შეუძლია სულიწმიდა გარდმოავლინოს თქვენზე, მას შეუძლია წყალზე იაროს და შეუძლია გიხსნათ, როცა ფიქრობთ, რომ განწირულნი ხართ.
როცა დაიღლებით, მას შეუძლია მოგცეთ ძალა, რათა ირბინოთ ელიას მსგავსად, რომელიც მეფის ეტლის წინ გარბოდა და არ დაიღალა. მას შეუძლია აკურთხოს თქვენი რწმენა, მოგანიჭოთ ძალა, რომელიც არასოდეს გამოილევა. თქვენ ვერასოდეს ამოწურავთ ღმერთის ძალას.

უფალს შეუძლია დადგეს სამარხის წინ და თქვას: „ლაზარე, გამოდი!“ მან სახელით მოუწოდა ლაზარეს, რადგან მას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ სახელით რომ არ მიემართა ლაზარესათვის, ყველა მკვდარი გაცოცხლდებოდა მის დაძახილზე.

ჩვენი ღმერთი დიდებულია. ის აღსავსეა მადლითა და ჭეშმარიტებით. ის ყოვლისშემძლეა. სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე გამარჯვებული. მან დაამარცხა ცოდვა და სნეულება. მან გაიმარჯვა გოლგოთის ჯვარზე. ის არის ლომი იუდას ტომიდან. ის არის უფალი ყოველთა ზედა და ის მოვა მალე ძალითა და დიდებით.

მიაგეთ დიდება მარადიულ ღმერთს, თქვენ და თქვენმა ძეებმა და ასულებმა. დროა, რომ ისინი, ვინც უფლის სახელს აღიარებთ, ადგეთ და იბრძოლოთ და იბრძოლოთ ბოლომდე. თქვათ: „მე უნდა გავიმარჯვო ყოვლისშემძლე ღმერთის შემწეობით!“

ჩატვირთვა...