ქრისტეს ძვირფასი სისხლი

184

ქრისტიანებს გვინდა უფლის თანდასწრებაში ცხოვრება, მაგრამ გვაქვს პრობლემა − ცოდვა, რომელიც ღმერთისგან გვაშორებს, დანაშაულით გვავსებს და სატანას უფლებას აძლევს, რომ ბრალი დაგვდოს.

მაგრამ ღმერთმა მოგვცა გამოსავალი ამ პრობლემებიდან.

ქრისტეს ძვირფასი სისხლი.

ესაიას 59:2-ში დაწერილია: „რადგან თქვენმა უკეთურებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისაგან თქვენ და თქვენი ღმერთი და თქვენმა ცოდვებმა დაფარა მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა!“

უფალი წმინდაა და ცოდვა მის სიახლოვეს ვერ იქნება.

ამრიგად, როდესაც ვცოდავთ, ვშორდებით ღმერთს; მაგრამ I იოანეს 1:9 ამბობს: „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.“

ქრისტეს სისხლი გვწმენდს ცოდვებისგან და აქრობს მანძილს, რომელიც ღმერთს გვაშორებს. მაშინ, როდესაც ვცოდავთ, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ.

დანაშაული არის ცოდვის ლაქა ჩვენს სინდისზე. ჩვენი სინდისი ფანჯრის მინის მსგავსია.

როდესაც მინა სუფთაა, ჩვენ სინათლით სავსენი ვართ, მაგრამ როდესაც ვცოდავთ, დანაშაულის გრძნობა ალაქავებს ჩვენს სინდისს.

თუ დავუშვებთ, რომ ცოდვები გამრავლდეს ჩვენს ცხოვრებაში, ისინი აღარ შემოუშვებენ სინათლეს და სიბნელეში დავრჩებით.

არც ერთ ქიმიურ საშუალებას არ შეუძლია ამ ცოდვების ლაქების ჩამორეცხვა;

მაგრამ ებრაელთა 9:14 გვეუბნება, რომ ქრისტეს სისხლი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ გაწმინდოს ჩვენი სინდისი.

ყოველთვის, როცა სინდისი შეგვაწუხებს ჩადენილი დანაშაულის გამო, შეგვიძლია ვილოცოთ: „უფალო, მაპატიე, რაც ჩავიდინე. მე მოვუხმობ შენს ძვირფას სისხლს, რომ გაწმინდოს ჩემი სინდისი დანაშაულის ლაქებისგან.“

საბოლოოდ, ცოდვებს სატანის ცილისწამება მოაქვს.

გამოცხადების 12:10 სატანას ჩვენი ძმების ცილისმწამებელს უწოდებს, რადგან ის ბრალს სდებდა მათ დღე და ღამე ღმერთის წინაშე. სატანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უფლისგან შორს ვიყოთ და ამიტომაც გამუდმებით შეგვახსენებს ჩვენი ცოდვების შესახებ. ჩვენ თუ ყურს დავუგდებთ მის მზაკვრულ ბრალდებებს, საბოლოოდ, უიმედობა და სისუსტე დაგვძლევს.

ქრისტეს სისხლი სატანის ნებისმიერ ბრალდებაზე ძლიერია.

გამოცხადების 12:11 ამბობს: „და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით.“

როდესაც ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ვიწმინდებით და თამამად შეგვიძლია უარვყოთ ეშმაკის ბრალდებები.

ქრისტეს სისხლი ძვირფასი და ძლიერია. ის გვაბრუნებს უფლთან, წმენდს დანაშაულით სავსე სინდისს და ამარცხებს სატანის ბრალდებებს.

ქრისტეს სისხლი გვიჩვენებს გზას, რათა ყოველდღიურად ვიცხოვროთ უფლის თანდასწრებაში!

ჩატვირთვა...