ნავიგაცია
ახალი ამბები

ღმერთია ჩვენი იმედი (ვიდეო)

იმედის გარეშე ვერ შეძლებ არსებობას. შესაძლოა, 40 დღე გაძლო საკვების გარეშე, ან, დაახლოებით 8 დღე წყლის გარეშე, მაგრამ იმედის გარეშე ერთ წამსაც კი ვერ გაძლებ.

იმედი უნდა გქონდეს იმისათვის, რომ გამოჯანმრთელდე, მაგრამ, როგორ ან საიდან უნდა გქონდეს იმედი მაშინ, როდესაც, ერთი შეხედვით, უიმედო მდგომარეობაში ხარ. ამ დროს უნდა გახსოვდეს, რომ ღმერთი შენთან არის, ის ზრუნავს შენზე, მას აქვს ძალა, რომ შეცვალოს შენს ცხოვრებაში არსებული სიტუაცია და დაგეხმარება კიდეც.

წარწერა: „არც ჩვენი ცოდვებისამებრ მოგვექცა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა. ვინაიდან როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთა მიმართ. როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთისგან, ისე განგვაშორა მან ჩვენი დანაშაული.“ (ფსალმუნი 102:10-12)

მაშინ, როცა შენი ტკივილისა და მავნე ჩვევების წინაშე დგები, ღმერთი გეუბნება: „მე შენ გვერდით ვიქნები და მოგცემ იმედს.“

ღმერთს გაცილებით უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია. შენ მხოლოდ ის უნდა გჯეროდეს, რომ მას საკმარისი ძალა აქვს შენი პრობლემების გადასაჭრელად.
ოდესმე დამდგარა შენს ცხოვრებაში წუთი, როცა გითქვამს: „ღმერთო, ჩემს ცხოვრებაში არსებული ყოველივე: კარგი, ცუდი, საშინელი, ბედნიერება, მოწყენილობა – შენს ხელთაა… ყოველივე შენ მოგანდე.“
„ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით.“ (ფილიპელთა 2:13)

 

თარგმანი: ანა ხუბაშვილი