ნავიგაცია

ღმერთმა თქვა სიტყვა (ვიდეო)

ღმერთმა თქვა სიტყვა და არაფრიდან შექმნა სინათლე.

მან შექმნა ცა, თვალუწვდენელი ცა და ცანი ცათანი.

შემდეგ მან მზე აანთო დღის გასანათებლად.

მთვარე და ვარსკვლავები დაკიდა ღამის გასანათებლად.

და ეს ყველაფერი კარგი იყო.

ცის ქვეშ შექმნა ქვები და მთები, მტვერი და ქვიშა.

შემდეგ წყლები მოათავსა საცავებში და შექმნა ტბები და მდინარეები.

და ეს ყველაფერი იყო კარგი.

ღმერთმა თქვა სიტყვა და მიწამ აღმოაცენა მცენარეები.

დაიკვირტა ტოტები და მარცვლებიდან ამოხეთქა ბალახმა

და დედამიწა მცენარეული საფარით დაიფარა.

და ეს ყველაფერი კარგი იყო.

ცხოველებიც არ დაგავიწყდეთ.

მან ისინიც თავისი სიტყვით შექმნა.

მან შეუქმნა ჩიტებს ფრთები, ცხოველებს – ფეხები და მათ იწყეს სირბილი, ხტომა, ფრენა.

მან შექმნა ისინი.

და ეს ყველაფერი კარგი იყო.

შემდეგ კი, იცით, ყველაზე საოცარი რა იყო?

ღმერთმა შექმნა რაღაც, რაც მისი მსგავსი იყო.

ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ.

და ეს ძალიან, ძალიან კარგი იყო.

წარწერა: „და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო. და იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე.“ დაბადება 1:31.