იგავები

როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება – იგავი

უხსოვარ დროში, როცა პატარა ქალაქსახელმწიფო მცირე ჯარით დიდი დამპყრობლის წინაშე დარჩა, დადგა არჩევნის წინაშე: ებრძოლათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ან დაეტოვებინათ ქალაქი მტრისთვის და დაეწვათ ის ხიდი, რომელიც ქალაქიდან გაქცევის ერთადერთი გზა იყო, რათა მტერი ვერ დასდევნებოდათ…

უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ გაქცევა ერთადერთი გამოსავალი იყო ამ სიტუაციაში.

ბევრი მსჯელობის შემდეგ მთავარსარდალმა თქვა: „ვწვავთ ხიდს! და არავინ მიდის ქალაქიდან!” საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა…

„მე დღეს არ გიბრძანებთ, რომ იბრძოლოთ. მე გიბრძანებთ, რომ მოკვდეთ! ! ! ხედავთ? ყველა უკანდასახევი გზა მოჭრილია, შეხედეთ სიკვდილს თვალებში. . . დღეს ან ყველანი დავიხოცებით ან გავიმარჯვებთ და ყველას დავუმტკიცებთ, რომ არავის ამქვეყნად არ შეუძლია თავისუფლება წაგვართვას!”- აგრძელებდა გენერალი….

და მათ გაიმარჯვეს!

p.s. ვინც გამარჯვებისთვის იბრძვის, მას არ აქვს სათადარიგო გზები და არ იტოვებს უკანდასახევ გზას… დაწვით ყველა ხიდი, რომელიც თქვენს დამარცხებასთან გაკავშირებთ! უფალი გფარავდეთ!

About the author

ნატალია ჩიქოვანი

Leave a Comment