იგავები

ძლიერების საიდუმლო

ავტორი: ჯიზესჯი

-შეხედე ამ ხეს…რას ხედავ?

-ძლიერად არხევს ქარი მის ტოტებს.

-კიდევ რას ხედავ?

-ვხედავ,რომ თუ ასე გააგრძელა ქარმა შეტევა,ძალიან ცოტა ტოტები შერჩება.

-კარგად დააკვირდი. კიდევ რის თქმა შეგიძლია?

-არ ვიცი, მეტს ვერაფერს ხედავ… შენ რას ხედავ ?

-მე ვხედავ საოცარ ბრძოლას, შეხედე როგორ უტევს ქარი, ფოთლები სულ შემოაცალა, რამოდენიმე ტოტის მომტვრევაც შეძლო მისთვის მტერმა,მაგრამ ძალა მის ტოტებში არ არის, არც მის ფოთლებშია. მე ვხედავ მას როგორ მყარად დგას, შეხედე მის ტანს მცირედ ირხევა და თუ ქვემოთ დაიხედავ, დარწმუნდები რომ მას ქარი ვერაფერს დააკლებს, რადგან კარგ ნიადაგზეა დარგული და ფესვები ღრმად აქვს გადგმული. შეიძლება მას ქარმა ტოტები მოტეხოს, შეიძლება მთლიანად შემოაძარცვოს ფოთლები, მაგრამ მას ვერასოდეს წააქცევს….

გ.ა

About the author

ჯიზესჯი

Leave a Comment